| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 24 დეკემბერი, 2018 |
ვკითხე სურვილს- რა სურს ახლა, გამიქრება ნდომა ვიდრე, -მწიფე ბაღი მომცრო სახლთან, და ატმები სურნელს ღვრიდნენ! მინდა ბუხრისპირას კატა, და ფეხებთან მჯდარი ძაღლი. მინდა სარკე დარჩეს სახტად, ისე მყუდრო იყოს სახლი... მინდა ერთი ძველი დოქი, ხელი ვუსვა, გაჩნდეს ჯინი! ზედ შემომსვას მფრინავ ნოხზე, მზემ შემღებოს თმები ინით... მინდა ცამ ჩაიცვას კაბა მოჩითული კესანეთი. კარგს რომ მიყვებოდეს ამბავს დილა, როცა ვესალმები... მინდა გავიგონო ხმები, ნაბიჯებიც ძმის და მამის... მინდა ამიყვანოს ხელში იმ დრომ, რომ მესიზმრა ღამით... მინდა დამიბერდეს ტკბილად, წლები, სახლი, ქმარი, შვილი! მინდა სიტკბო, ერთი ქილა, და არ გაუმწარდეს ძირი!.. მინდა ცალი ქოში ბროლის, ჩავდგა ფეხი, უცებ გაჩნდეს სიყვარულისფერი თოვლი, როგორ მინდა, ჩვენში დარჩეს... 24.12.18
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საიტზეც სიყვარულისფრად თოვს, ჩემო ჯონათან... :) ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ შენ და ურაკის ყველა წევრს, იმის მიუხედავად, მიღიმის თუ მიბღვერს... :) საიტზეც სიყვარულისფრად თოვს, ჩემო ჯონათან... :) ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ შენ და ურაკის ყველა წევრს, იმის მიუხედავად, მიღიმის თუ მიბღვერს... :)
1. რა კარგი ვქენი, ეს ლექსი ძილისწინ წასაკითხად რომ მოვიტოვე .
სიყვარულისფერი თოვლი უნდა დამესიზმროს, ჩვენში დარჩეს და... :)
რა კარგი ვქენი, ეს ლექსი ძილისწინ წასაკითხად რომ მოვიტოვე .
სიყვარულისფერი თოვლი უნდა დამესიზმროს, ჩვენში დარჩეს და... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|