ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2018


სიყვარულისთვის

სიყვარულისთვის მოვედი ქვეყნად,
წავალ... დამრჩება კარგი სახელი,
ვიდრე მიწაზე დავდივარ კენტად,
მიყვარს მეგრელი, სვანი, კახელი.

სიყვარულისთვის მოვსულვარ თქვენთან,
არ ჩამქრობია ჯერაც სანთელი,
თუ ძველებურად ვიქნებით ერთად,
მწამს: გაიხარებს ყველა ქართველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები