ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2019


ნაწარმოები

ნაწარმოები არის......................ნაწარმოები, დიახ, ვიღაცამ უკვე დაარქვა ეს სახელი , მაგრამ
ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ უფრო შორს მიმავალი მიზნები გვაქვს
ნაწარმოები არის ბლიცგანწყობა, ანუ რაღაცამ შეგაწუხა და ის შენ გამოტყორცნე ტექსტის სახით, შეიძლება და ეს საზოგადოების მიერ მიღებულ ჩარჩოებში არ ეტეოდა, ან ეტეოდა მაგრამ მაინც გადაწყვიტე ასეთი სახით დაგედო, ვინ იცის? მე ხომ არ შემიძლია მოტივირება გავუკეთო სხვა ადამიანის საქციელს....

ბლა-ბლა-ბლა  არის ნაწარმოები , თუ ის არ მოდის წამიერი განწყობიდან და არა უბრალოდ ნაწარმოები  --- ნაწარმოებისთვის ...შეიძლება და ასე ფარულად ვინმესაც გავესაუბროთ..ეს ხომ მარტივია!
მაგალითად:
----როგორ ხარ? რატომ არ მწერ? მე ბოლოს შენი ფოტო ვნახე და მივხვდი რომ დრო გადის..., მოგწერე, მაგრამ ამაოდ ..დიდხანს ვკრეფდი კლავიატურაზე საჭირო და არასაჭირო ასოებს...სიმბოლოებს, სმაილებს ...შენ კი ალბათ იმდენი წერილი დაგიგროვდა საფოსტო ყუთში რომ აღარც კითხულობ..მე კი ისევ გწერ და გწერ....შენ ამ დროს სავარაუდოდ  ფიქრობ რომ 1045-ე წერილი მაგალითად, რომელიც მე მოგწერე, იგივე მარაზმია.....როგორც სხვების მოწერილი , სტანდარტული ....

შენს ფანჯრებზე ფარდებია დაშვებული....რაფაზე უთო დევს, სავარუდოდ ჩინური, ვესტელი რომ აწერია....სერვანდში ყანწი, კედელზე ილია მე-2-ის ფოტოა....შენ ყოველ დილას და საღამოს პირჯვარს იწერ..მომენტებში დღის განმავლობაშიც...ეს იმაზე დამოკიდებული , თუ შენი მარშრუტკა ტაძარს ჩაუვლის..ან ფანჯრიდან გუმბათს დაინახავ....მერე იმ ხელით, რომლითაც პირჯვარს იწერ......უამრავ სისულელეს აკეთებ ინტერნეტში.
ხოოო.....მართლაც შორს წავსულვართ! ნაწარმოებიდან  ტაძრამდე დიდი გზაა....
კიდევ არის რაღაც მომენტები, ნაწარმოებებთან  დაკავშირებით, თუმცა ეს ალბათ არ დაიწერება , ან დაიწერება და ვერავინ გაიგებს........ან გაიგებს და ..მერე რა.
ადამიანთა ყალბი და ცვალებადი ფასეულობები ხომ მარადიულია.....................................................

ს.ნ.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები