ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 თებერვალი, 2019


ბაღლინჯო

დღეს დილით, სადარბაზოდან გამოსულს,  ბაღლინჯო შემომეფეთა..კედელზე იჯდა და მზეზე მხიარულად ჭუტავდა თვალებს....ქვა ავიღე, მივუახლოვდი და მერე დავფიქრდი...იქნებ ღმერთს არ უნდა ის მოკვდეს? ქვა ჰაერში შეყოვნდა..მერე ვიფიქრე რომ ის პარაზიტია და უნდა მოკვდეს!...სიკვდილის გახსენებაზე ისევ ღმერთი ამოტივტივდა...ვინ ვარ მე რომ ეს გადავწყვიტო? .ჩავფიქრდი....ქვა ძირს დავუშვი....დიდხანს ვიდექი ასე....ბაღლინჯო კი ულვაშებს აცმაცუნებდა და მგონი ღმერთზე სულაც არ ფიქრობდა.....
რომ გამოვფხიზლდი, ბაღლინჯო გაპარულიყო..................


ს.ნ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები