ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2018


  ჩამოტვირთვა

პლაცებოს ეფექტი #4


ხომალდი იყო,თვალის ფორმის... ანათებდა და შიგნით გუგაში ორი ჩრდილი ერთმანეთს ერწქმოდა,ჭაობის მდინარეში... ფეხების  ნაცვლად ფესვები ჰქონდათ, ხომალდიც და ჩრდილებიც მიცურავდნენ,ხომალდი ცას აპობდა და ირგვლის მწვანე ტალღებს ტოვებდა რონლებიც ერთმანეთში იხლართებოდნენ და კვალს ტოვებდნენ,წამწამებში მაიას ტომის ქალები უღრან ტყეში სამუდამო ახალგაზრდობის კრისტალისთვის დუელისთვის ემზადებიან,ყველაფერი რიგზეა და თან საშიში,სახლის კედლოს ცას დასასრული არ აქვს,3Dში ვარ, ელესდეთი გაფრენილი უფრო უმუღამოდაა ვიდრე მე,წარმოსახვით რეალობაში მე და ჩემი ჩუმი მატარებელი ვუყურებთ მწვანე კვალი როგორ ტოვებს ხვლიკის ფორმას და 17კმ/სთ სიჩქარით როგორ მისდევს თვალის ხომალდს,შეხებისთანავე თავისი მჟავით როგორ უტევს ყველა კუთხიდან ხომალდის ფარს,ხომალდის ელექროველი კი მათი მოგერიებისას თითქოს ატყლიპავს უსასრულობის კედელზე,თითქოს კოღო მოკალი კედელზე და სისხლი გაასხა,უბრალოდ წითლის მგაივრად მუქი მწვანეა... ემოცია იგივე,ნაზავი შეცვლილი,3 წამი ტრიალებს იცი სულ,მაგრამ თითქოს ახალ-ახალი ტალღაა და მალე შეიჭრება მწვანე ფერი გუგაში... ფერთა კატასტროფული გამა,რომელიც გაანადგურებს შსნს გონებასა და წაგიყვანს,სადღაც შიგნით და შორს,ლაბირინთის ცენტრს 13ჯერ 13ს გაგატარებს...
შავი,თეთრი,მწვანე და წითელი ხომალდის ბოლოები,ეს ხომ თვალია,ყველა კუთხით,ნამდვილი თვალი,სადაც იოგისტი მე და ჩემი ჩუმი მატარებლის მოგზაურობაა დაწოლილ რვიანში ანდაც ჭეშმარიტ ჰარმონიაში,ეს ყველაფერი კი ერთმანეთის შედარების ფონზე არ ჩანს,რადგან ანალოგიურია...
ჩვენ გვეძინება,ჩვენ 5 წუთი გვჭირდება ერთად დასაძინებლად,ცალ-ცალკე უფრო მეტი,მაგას რა გაუძლებს და უყარაულებს,მე დავიძინე...
გამომყვა...
დაგვეძინა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები