ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2019


ყველას! ყველას! ყველას!

ცუდი რაც იყო, - ძველ წელს გავატან
და მოგილოცავთ ახალს პწკარებით,
ვეტრფი სიყვარულს, როგორც თამადა,
ღია მაქვს თქვენთვის გულის კარები.

მინდა გისურვოთ ყველას მშვიდობა,
გული გვქონოდეს მკერდქვეშ სულ წრფელი,
სულ სხვაა ჩვენი ერის შვილობა,
მიიღეთ ჩემგან ლექსი გულწრფელი.

ჩვენთვის ცისკარი ვიდრე ანთია,
არ ჩაგვქრობოდეს სინათლე თვალთა;
ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას მადლიანს
ჰფარავდეს მუდამ ღვთისმშობლის კალთა.

ოთარ რურუა

1 იანვარი, 2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები