ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2019


წერილი ძმას



არ გენატრება ჩვენი სახლი თოვლში ჩაფლული? -
ულამაზესი  ხეივნებით, თეთრი ბაღებით....
ან ის ვაზები, შემოდგომის მტევნებასხმული,
კანშემომსდარი ბროწეულის მწვანე თაღები?...
კაკლის ხის ძირას ვთამაშობდით
ცელქი ბავშვები,
ჩვენ ქვაც გვიყვარდა იქაური,
ხავსიც, .ეკალიც...
უკვე დიდები, მოგონებებს ვეთამაშებით,
აწმყო გვაშინებს გაზრდილ ბავშვებს
ავად  მყეფარი.
სახლი და თოვლი...
ცარიელი სახლი და თოვა...
ეს მერამდენედ
ამომხადეს სული ფიქრებმა!-
ჩვენ იმ მიწაზე ვეღარ შევძლებთ
საფლავთა მოვლას
და ცოტა ხანში არაფერი აღარ იქნება.
დაფარავს წყალი ყოველივეს ,
ძველსა თუ ახალს,
ო , რა ძნელია ამ ტკივილზე
ფიქრის აგება -
სახლი კი არა , წინაპართა ძვირფასი
ძვლები და მათთან ერთად
თვით ბავშვობაც დაგვეკარგება!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები