ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
6 იანვარი, 2019


უკანაფონი

ქართველ მეფეთა background-ი, უკანა ფონი,
ისხდნენ უაზროდ უთრიაქონი, უკანაფონი,
შეფ-მზარეულმა სნეულ მეფეთ უთრია ქონი
თხისა და მაინც უკანაფო-უთრიაქონი,
უმიზნოდ ისხდნენ ტახტსა ზედა, განარინდები,
განა ულუნი, განა ნარინნი, განა რინდები,
ზაქისმჭამელნი, მეორენი, პირველნი განა,
მაშინ სად იყო ტანზანია, ბოცვანა, განა,
მაშინ სად იყო მოზამბიკი, სომალი, ჩადი,
ტაშისკარიდან განჯისკარში ამოდი, ჩადი,
მაშინ სად იყვნენ ბახი, მოცარტი და სალიერი,
მაშინ არ ჩანდა ქვეყნის უფსკრული, დასალიერი,
მაშინ სად იყვნენ ავიცენა, კანტი, პლატონი,
მაშინ არ ჩანდა ზეგანები, ვაკე-პლატონი,
ქართველ მეფეთა background-ი, არრა აკლდა მას,
თუმცა არცერთი მიაბარეს სფინქსის აკლდამას,
ვერ დაიტევდა მათ დიდებას ეგვიპტური ცა,
ვერ დაიტევდა მათ დიდებას ეგვიპტური ცა,
თუმცა გუმანში ბევრი იტყვის, ბარემ კაირო,
რომ დაგველაშქრა იქნებოდა ისე კაი რო,
გასწორდებოდა ქართველ მეფეთ უკანა ფონი,
რომ არ მსხდარიყვნენ უთრიაქო-უკანაფონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები