ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2019


ო, რომ შემეძლოს...



სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

ჩემივე ლექსიდან


ეს იანვარი თავზე არ მათოვს,
ფოთში ვარ, ფოთში არ არის თოვლი.
ო, რომ შემეძლოს, როგორც მადათოვს,
გადავლახავდი მთებს პირველ ყოვლის.

შემოვივლიდი არხოტს ხევსურის
და ვუმღერებდი თან ლექსს ჩემივეს,
მთებს სხვა ეშხი აქვთ, ძალა ზევსური,
ბარელნიც უყვართ მანდ გაჩენილებს.

მწამს სიყვარულის, - გრძნობა ნამდვილი
ჯიხვის ყანწებით დამილოცნია,
როგორც ქართველი ქალის მანდილი,
ლამაზის კალთაც დამიკოცნია.

ეს იანვარი თავზე არ მათოვს,
ფოთში ვარ, ფოთში არ არის თოვლი.
ო, რომ შემეძლოს, როგორც მადათოვს,
გადავლახავდი მთებს პირველ ყოვლის.

შემოვივლიდი ფეხით ხევსურეთს,
ჯაბუშანურის არხოტს ვნახავდი.
შევსვამ წყაროს წყალს პეშვით, ხელსურით,
თუ მოვიხადე ლექსის სახადი.

ოთარ რურუა

2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები