ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2019


სიტყვავ, ფიქრს ცეცხლად რომ შემოენთე


ზევსის თავიდან იშვა ათენა, 
ზევსის თავიდან — ხელით პრომეთეს,
მეც შევეცადე წამონათებას
სიტყვავ, ფიქრს ცეცხლად რომ შემოენთე.
მეც შევეცადე თბილი რამ მეთქვა,
მზე ჩამეწურა ლექსში ულევად, 
ზღვად მებობოქრა საოცარ ფერთა
და მიმეტანა ასე გულებთან. 

სიტყვავ, ფიქრს ცეცხლად რომ შემოენთე.

                                                            2.11.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები