ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2019


მე ვიჭერ !

14 წლისამ წავიკითხე "თამაში ჭკვავის ყანაში" მას მერე ჩემს დღიურში, კაი ხანი, მე და ჰოლდენს მიმოწერა გვქონდა. რა თქმა უნდა მის პასუხებსაც მე ვიგონებდი, თუ ამაზე ჰოლდენი რას მიპასუხებდა, ის კი ძირითადად ვერაფერს იტანდა და ყველაფერს მიქილიკებდა, ამით ვგავდით. თანაც ძალიან. დაახლოებით ასეთი იყო ჩვენი დიალოგი:
- გაიხედე ჰოლდენ , გარეთ, ახალი წელია ფეიერვერკი, როგორი ტრაგიკულია რომ ადამიანები ილუზიურ ბედნიერებას იგონებენ, თარიღებს დღესასწაულებად აქცევენ, თავის თავს წელიწადში რამოდენიმეჯერ უფლებას აძლევენ ბედნიერები იყვნენ, რადგან რეალურ ცხოვრებაში მათ ძირითადად უბედურება შეუძლიათ.
- ღმერთმანი, ძალიან ბევრს ფიქრობ მათ განცდებზე წერტილო, ეგენი უბრალოდ სულელები არიან , როგორ მძულს მათი უაზრო ბედნიერება და შეფუთული დღესასწაულები, უბრალოდ უნდათ კარგად გამოძღნენ და თავიანთი გაზულუქებული ეგოები დაიკმაყოფილონ, ილაყბონ და აყროლებული პატივმოყვარეობა გამოკვებონ.

ახლა ასეთი საუბარი გვექნებოდა ალბათ. მაგრამ , იყო რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი რაშიც ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებოდით . მან წიგნშიც თქვა და მერე მეც ბევრჯერ გამიმეორა საუბრებში - “ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ ... ზოგჯერ უნდა უამბოთ ადამიანებს ამბები და მერე გული დაგწყდეთ." ჩვენ ხშირად ვკამათობდით ამაზე, მაგრამ ის აზრს არ იცვლიდა. ამიტომაც საუბრებიც შეწყდა. რადგან მე პირიქით ასე ვამბობდი- ,, ყველას ყველაფერი უამბეთ, თორემ მერე აუცილებლად დაგწყდებათ გული უთამელი სიტყვების გამო და იტყვით- ნეტავ მომეყოლა, ნეტავ გულწრფელად მეთქვა, ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყოო". ისე კი, ჩემო ჰოლდენ მეგობარო, შენც ზუსტად უსიტყვობამ გაგაბოროტა, თავის დროზე რომ გეკითხა რატომ ალაგებდა ფიგურებს სულ ერთნარად,იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.

..........

ჩვენს შორის უზარმაზარი კედლებია აღმართული,
რადგან თითეულ ადამიანს
თავისი აღქმები აქვს სიტყვებთან მიმართებაში,
ჩვენ ყველა სიტყვას ჩვენებურ ინტერპრეტაციას ვაძლევთ
და ამიტომ
აღიმართება ხოლმე
გაუგებრობის კედლები ჩვენს შორის და
კითხვისნიშნებად დაკიდებულ სახრჩობელებში,
ჩვენი გრძნობები
თავს იკლავენ.

იმდენად რთულია
ადამიანმა ისეთი დაგინახოს ,
როგორიც ხარ,
ზოგჯერ უბრალოდ თითქოს აზრი ეკარგება ლაპარაკს,
ჩვენ კი,
ატირებული ბავშვებივით ვიბუტებით ,
საბანს წავიფარებთ თავზე და
ვამბობთ-
აღარავინ მინდა,
აღარავის აღარაფერს ვეტყვი
.

და ნელ-ნელა იქმნება უფსკრული მე და ისინი,
ადამიანთა ურთიერთობები კი
ემსგავსება
რობოტულ გამეორებებს,
სადაც წინასწარგანსაზღვრულია საუბრის სტილი,
რა დროს რა უნდა თქვა,
რომ ახლა ახალი წელია და ერთმანეთს მივულოცავთ და
არა ის ვთქვათ,
რასაც მართლა განვიცდით და ვფიქრობთ.

დაზეპირებული ტექსტები,
რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ბანალურად განმეორებადი წინადადებები,
ჩვენ სიყვარულშიც კი
როგორი ბანალურები ვართ?
მიყვარხარ-მეც, მე უფრო, ბლა ბლა ბლა.

ეს ყველაფერი კი იმიტომ,
რომ ადამიანებს
იმედიც არ გვაქვს,
რომ ვინმე დაგვინახავს,
თუკი გამოვავლენთ ჩვენს თავს
დაუხვეწელად, გაუშალაშინებლად,
გაუფილტრავად,
არც კი ვცდილობთ ამას,
იმდენად გვეშინია რომ
თუკი გამოვავლენთ უარგვყოფენ,
არ მიგვიღებენ.
შეიძლება ვინმე ცხოვრებაში ერთხელ ახერხებს ამას,
მაგრამ რა თქმა უნდა იმედი უცრუვდება,
და მერე სამუდამოდ გადაწყვეტს , რომ აღარასდროს არავის არ გაეხსნას.

მაგრამ მე ვიტყვი,
რომ გულწრფელობას,
ყოველთვის აქვს აზრი,
საუბარს ყოველთვის აქვს აზრი,
კედლები ასე მარტივად ვერ დაინგრევა,
7 ჯერ 77 ჯერ რომ გაგიცრუონ იმედი,
მცდელობა არასდროს არ უნდა დაკარგო,
გზა გააგრძელო და ცადო ,
უამრავჯერ,
კვდებოდე და იბადებოდე დაუსრულებლად.

ყოველი ადამიანი,
გულის სიღრმეში მაინც ოცნებობს ,
რომ ვიღაც გამოჩნდება ვინც გაუგებს, ვინც მოუსმენს,
ვინც არ განსჯის და თავისთავადს მიიღებს.
ჩვენ ყველანი ერთმანეთს ველოდებით,
ჩვენ ყველანი ინიციატივას სხვისგან ველით,
რადგან
იმედგაცრუებს იმდენად გვეშინია,
შიშისგან ვიფსამთ.

მახსოვს ბავშვობაში,
იყო ხოლმე ღამეები როცა
მთელს ღამეს ტირილში ვატარებდი,
რადგან განვიციდი უთამელ სიტყვებს,
აგრესიებს რომლებსაც სხვების მიმართ ვავლენდი,
ვწერდი დღიურში და მათ ბოდიშებს ვუხდიდი,
ვწერდი როგორ მიყვარდნენ და როგორ ვერ ვავლენდი,
ვწერდი რა უნდა მეთქვა მეორე დღეს ყველასთვის.

მეორე დღეს კი,
როცა დღე ჩემს ემოციებს ლოგიკური განმარტებებით მოწამლავდა,
ვეღარ ვიყავი ისეთი თავისუფალი,
მაგრამ მაინც ვახერხებდი რაღაც მაინც მეთქვა,
ზოგჯერ წერილებს ვუწერდი ხოლმე საყვარელ ადამიანებს და
ასე გამოვხატავდი სათქმელს,
ზოგჯერ წერილებს ვწერდი,
უმისამართოს, და სადღაც ქუჩებში ან
ფანჯრის მინებზე ვტოვებდი.

მახსოვს ,
იყო ხოლმე მომენტები,
როცა რაღაცის თქმა მინდოდა და სიტყვები ყელში მიჭერდა,
მაგრამ გადავლახე რუბიკონი და
ნახევრად ცრემლგარეული და აკანკალებული ხმით,
ვთქვი ის რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი.
მას შემდეგ გულწრფელობა ჩემს რელიგიად იქცა.

მას შემდეგ სიტყვები უფრო მარტივად ამომქონდა,
დაბეტონებული შიშებისგან და
ვამბობდი დაუსრულებლად.

ბევრჯერ
მივსულვარ ადამიანებთან ,
ზარბაზნებით დატვირთული,
მათი კედლების მოსანგრევად.
ხშირად ვერ ვზომავდი ,
ხშირად მისვლისთანავე გარბოდნენ,
ხშირად ზოგი უძლებდა რამოდენიმე გასროლას და მერე იმალებოდნენ კედლების უკან,
ან უფრო მაღალ კედლებს აღმართავდნენ,
ხშირად ზოგიერთი ალბათ ერთიანად გაცამტვერდებოდა ხოლმე. არ ვიცი.
ხშირად წლების მერე როცა ჭრილობებს იშუშებდნენ და
გაძლიერდებოდნენ,
მორიგ გამოწვევას მთავაზობდნენ და მერე
ისევ გარბოდნენ ხოლმე.

ეს ყველაფერი მტივნეული იყო რადგან,
სხვებთან ერთად მეც ვინგრეოდი, ვკვდებოდი და მერე
ახლიდან მიწევდა დაბადება.
იყო პერიოდები,
როცა მეც ლამის დავუჯერე ჰოლდენს,
მაგრამ არ მასვენებდა ჩემს შიგნით არსებული
რწმენა იმისა,
რომ მე ჰაერივით მჭირდებოდნენ ადამინები,
რომ მათ მე ჰაერივით ვჭირდებოდი.
რომ ვიღაც მარტოსული, მაძიებელი,
თავისთვის არის და იქნებ მელის? .....

არასდროს არ ვინანებ,
ადამიანთან საუბარს,
არასდროს ვინანებ ჩემს ნათქვამ არცერთ სიტყვას ,
მცდელობას რომ გაეგოთ ჩემთვის.
არასდროს ვინანებ ამ ყველაფერს,
რადგან მინახავს ჩემი თვალით,
როგორ ცვიოდა მათ თვალებში ვარსკვლავები ,
როცა შეეძლოთ თავი სული ჩემთვის გადაეშალათ და მე
უბრალოდ ისღა მრჩებოდა
რომ წამეკითხა.
როგორც შველი ირბენს მინდორზე ,
იმ ტყეში სადაც მონადირეები ვერასდროს შეაღწევენ ,
ასე ლაღი იყო მათი სულები,
სულ ცოტა ხნით მაინც ,
ხომ იყო?!
....

ამიტომაც ვიტყვი და
მუდამ გავიმეორებ,
7 ჯერ 77 ჯერ რომ დაკარგო იმედი ,
მაინც გააგრძელე მცდელობა,
რადგან
თუნდაც ხუთ წუთიანი თავისუფალი სუნთქვაც
ღირს ამად,
თუნდა ცოტა ხანს,
ისუნთქო მშვიდად,
და სხვაც ასუნთქო.

ასე რომ ჰოლდენ,
გადამალულო უკაცო ტყეში,
მე ისევ გეტყვი,
რომ ისევ ცდები,
და ვერავის ვერ
დაიჭერ ჭვავის ყანაში,
თუკი
მათ არ ეცოდინებათ,
რომ შენ იჭერ,
თუკი
ბოლო ხმაზე არ დაიყვირებ,
"მე ვიჭერ !"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები