ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2019


დაივლიან ქარები... (ბაბუას!)

დაივლიან ქარები
ძნების ირგვლივ ხმაურით,
შეძვრებიან კერაში,
მოხუცს წამოაქცევენ,
დაჯაბნიან ბაბუს ფიქრს,
თალხი, ავი აურით,
ვებერთელა მის სხეულს
ხელის გულზე დატევენ...
აუშლიან საღერღალს
ბოლო წამომღერების,
შიშნი გულზე მომდგარი
მღერას დააზარებენ,
დაივლიან ქარები,
მტაცებლები დღეების,
გააცლიან სხეულს სულს
და თან გაიყოლებენ...
გადივლიან ქარები
გრილ სახიან ტარიგებს,
შუკა-შუკა ნორჩ ბალახს,
გზისპირებზე ლენცოფას,
ჩამოდგება სიჩუმე,
წუხილს ჩამოარიგებს,
ვაი მერე სიჩუმეს,
ვაი მერე იმ ყოფას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს