ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯონიკა
ჟანრი: იუმორისტული
15 იანვარი, 2019


წერილი(მეხუთე) ნ-ი-კ-ი-ს

გამარჯობა, ნიკ!

გილოცავ ახალ წელს!  მრავალს დაესწარი! 

მაგარი ახალი წელი იყო ჩვენთან, ნიკ. მეკვლე მე ვიყავი. მე და საბა გავედით გარეთ თორმეტს რომ ორი წუთი ეკლდა და თორმეტი რო გახდა დავაკაკუნეთ კარზე, შევირბინე სახლში, საბამ შეყარა შოკოლადები, ჯონიკამ მოგართვათო. დავერი იმ შოკოლადებს, სანამ აკრეფდნენ, სამი ცალის გადასანსვლა მოვასწარი. მერე კი ვიქეიფეეეთ.
წელს ტენდისაც სტუმრები ყავდა, ნინო და ივანე, საბასაც სტუმრები ყავდა, თავის ძმაკაცები, მეც სტუმრები მყავდა, ნიკ. აი, ჩვენი სახლის უკან ორი ჩასუქებული გოგო-ლეკვი რო ცხოვრობს, ისინი მოვიდნენ.  სადარბაზოში რო დაიწყეს წკმუტუნი და ჩვენს კარზე ფხაჭუნი, საბამ როგორც კი  გააღო, მაშინვე სახლში შემოვარდნენ.  ძაან ლამაზები არიან.  ჩემი პედიგრი ვაჭამე, ჩემი წყალი დავალევინე, ახალი წელი იყო და არ ჭამოთ და არ დალიოთო ხო არ ვეტყოდი, მაგრამ საბა რო მოეფერა, მაგაზე კი ძაან მაგრა ვიჩხუბე.
იცი, ეგ გოგო-ლეკვები როგორ გავიცანი? საბა ხო მასეირნებს ხოლმე და ეზოში რო დარბოდნენ, მოეფერა ორივეს, მერე ჩემი პედიგრი გაუტანა. მერე გვაკითხავდნენ ხოლმე. მოვიდოდნენ, დაწვებოდნენ ჩვენი კარის წინ და როგორც კი გავაღებდთ, მაშინვე შემორბოდნენ. ტენდიმ იჩხუბა, "ეს ერთი არ მყოფნის, ახლა ეგენიც მოიყვანეთ სახლშიო".  არავინაც არ უსმენდა. ის კი არა, ნინომ და საბამ ერთხელ აბანავეს კიდევაც, წვიმდა და ძაან დურდღლიანები იყვნენ. შეიყვანეს აბაზანაში, დააყენეს ტრაპზე და ხან ერთს დაასხეს ჩემი წყალი, ხან მეორეს. ჩემი შამპუნიც დაასხეს.  მერე ნინო ერთს რომ აშრობდა ფენით, მეორე დაწვა მეტლახზე და დაიძინა.  ძაან მაგარი საყვარელი იყო. გამათბობელთან ჩემი ლოგინი გაუშალეს, ჩემი დასაფარებელიც დააფარეს და ორივემ დაიძინა. მეთამაშნენ კიდევაც.  ტენდიმ ამაზედაც ძაან მაგრა იჩხუბა,  " მოგეჩვევიან და აქედან მაგათ ვეღარ მოაშორებთ, მთელი უბნის ძაღლებს სახლში ხომ არ შემოიყვანთო".  ესენი კიდე ნამდვილი მეძაღლეები არიან, ნიკ. ძაან მაგრა უყვართ ძაღლები და ლეკვები, მითუმეტეს. ტენდისაც უყვარს, მაგრამ ეზოში როცა არიან, მაშინ.

ჰოდა ეგ გოგო-ლეკვები მოვიდნენ სტუმრად. მაგრა ვიხალისეთ.


მთელ ურაკპარაკს  ვულოცავ ახალ წელს. აი, მთეეელ ურაკპარაკს (აქ ორი თათი გავშალე, ყველას-მეთქი).

ნიკ, ჩემ ძმაკაცს მიულოცე ახალი წელი ჩემს მაგივრად. ერთხელ კიდე უნდა ვნახო აუცილებლად, თორე სუ დავავიწყდები.

ეგ იყო რა ჩემი ახალი წელი.


შენი ძმაკაცი ჯონიკა






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები