ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ესკონდიდო
ჟანრი: იუმორისტული
17 იანვარი, 2019


სამხრეთ გვინეური წყევლა

შემოდგომის ერთ წყნარ ღამეს სამხრეთ გვინეიდან ახლად ჩამოსული ვიკონტ დეივი მეწვია..
ჩემი მსახური - ალისტერი ჩინებული შოტლანდიური ვისკითა და შვეიცარიული ყველი ავარტით გაუმასპინძლდა სტუმარს.  მშენივრად ვიჯექით, ვისკის ვწრუპავდით, ყველს შევექცეოდით და თან ვსაუბრობდით. საუბრისას შევნიშნე, რომ ვიკონტს ხმა უჩვეულოდ დაწვრილებოდა..
- სამხრეთ გვინეაში ხომ არ გაცივდით ვიკონტ, უცნაურად წვრილი ხმა გაქვთ.
- ნუ გამახსნებთ ღმერთმანი! - ახმახ ვიკონტს აშკარად ქონდრისკაცის ხმა ჰქონდა. - სამხრეთ გვინეაში მოგზაურობისას ტყეში დავიკარგე.. ბევრი ვიხეტიალე მაგრამ გზა არსად ჩანდა, ბოლოს დაღამდა და ბედს მინდობილი უმისამართოდ მივიკვლევდი გზას უცხო ტყეში. - აწრიპინდა ვიკონტი. -  უცებ შორს შუქი გამოჩნდა, მეც გახარებული დაუყონებლივ შუქისკენ დავიძარი. ცოტახანში არ დაიჯერებთ და - ტყის შუაგულში ორ სართულიან ვილას მივადექი. - ვიკონტმა ვისკი მოსვა და ყველი მოციცქნა...- ქოხიდან  გვინეელი მოხუცი კაცი ჭრაქით ხელში გამომეგება. მე ავუხსენი ჩემი გასაჭირი და ღამის თევა ვთხოვე.მოხუცმა წვერზე ხელი ჩამოისვა თვალები მოჭუტა და ბუბუნა ხმით მითხრა: ღამეს გაგათევინებ და ტყიდან გასასვლელ გზასაც გასწავლი, მაგრამ ერთი პირობით! ჩემს ქალიშვილს თითი არ უნდა დააკარო! თუ ჩემს პირობას დაარღვევ სამხრეთ გვინეული წყევლა არ აგცდებაო! სიხარულით დავთანხმდი.. მოხუცმა სუფრასთან მიმიწვია, და რომ დავჯექით გოგო შემოვიდა და საჭმელები დაალაგა სუფრაზე.. ოჰ ღმერთო! ულამაზესი სხეული ჰქონდა... გრძელი თმები... ლამაზი თვალები დიდი მკერდი... - ხმა უფრო დაუწვრილდა ვიკონტ დეივს.. - მაგრამ აბა რას გავბედავდი? მოკლედ მოხუცი დაწვა, მისმა გოგომ კი მეორე სართულზე საკუთარი საძინებელი ოთახის მოპირდაპირე ოთახში დამაბინავა.. დავწექი მაგრამ რა დამაძინებდა. გოგოს სუნთქვა და გულის ცემაც კი მესმოდა... მოხუცმა ხვრინვა რომ ამოუშვა ვერ მოვითმინე და გოგოს ოთახში შევედი... დედიშობილა იწვა, დამინახა თუ არა გვერდზე გაიწია და გამიღიმა... მეც შევუგორდი საწოლში და ჩუმი მაგრამ ძალიან ცხელი ღამე გვქონდა. - წვრილი ხმა აუკანკანლდა ვიკონტ დეივს. -  გამთენიისას, ჩუმად საკუთარ სარეცელს დავუბრუნდი, მოხუცს არა გაუგია რა.. და მეც კმაყოფილმა და ბედნიერმა ღრმა ძილს მივეცი თავი... დილით, უცნაურმა სიმძიმემ გამომაღვიძა.. ვხედავ, ქვის დოლაბი მადევს მკერდზე, დოლაბზე კი ქაღალდის ნაგლეჯია, ქაღალდი ავიღე და რომ დავხედე თვალშკი მომხვდა წარწერა:

სამხრეთ გვინეური წყევლა N1 - დოლაბის ქვა შენს მკერდზე...

მე წვალებით ავიღე ქვა და კმაყოფილი სახით ფანჯარაში გადავუძახე, სამხრეთ გვინეური წყევლა არც თუ ისე საშინელი რამე ყოფილა მეთქი თან ვფიქრობდი. ქაღალდს დავხედე

სამხრეთ გვინეური წყევლა N2 - ქვა ძუით გამობმულია თქვენს მარჯვენა სათესლე ჯირკვალზე...

- ვაიმე ლორდ ელდამეცა.. ახლაღა შევნიშნე სწრაფად მოძრავი წვრილი თოკი... მეც არ დავაყოვნე და მოგლეჯას დანარცხება ვამჯობინე... და ფანჯარაში გადავხტი.. ჰაერში კი ქაღალდს თვალი შევავლე... და მოვასწარი წამეკითხა...

სამხრეთ გვინეური წყევლა N3 - თქვენი მარცხენა სათესლე ჯირკვალი მაგრად არის გამობმული საწოლის ფეხზე...

იმ საღამოს საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მოხუცების გაფრთხილებები ყურად ვიღო, არა აქვს მნიშვნელობა ბირმინგემში ვიქნები თუ სამხრეთ გვინეაში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს