ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2019


მზის ამოსვლამდე



სივრცეებს მიღმა
ვაკვირდები დღეების რბოლას,
გადიან წლები უთავბოლო
სიცილ-ტირილში,
რთულია მოლზე გაუნძრევლად
ფლოქვებქვეშ წოლა
როცა არ იცი შორსაა თუ
ახლოს ფინიში.

წვიმა ყოველდღე ატალახებს
ფიქრის ბილიკებს,
დრო ისევ გამყავს საკუთარი
თავის ქილიკში,
ბობოქრობს სული,
ზარმაც სხეულს ყიჟინით იკლებს,
უცხოა მისთვის წარმავალი
ყოფა და შიში.

ვარსკვლავებს მივდევ,  ღამის
სარკე გულზე მემსხვრევა,
არ ველოდები ბრძლის ველზე
მტრისგან დანდობას,
მე სასიცოცხლო ძალა მომცეს
მუხის ფესვებმა,
მზის ამოსვლამდე რომ მოვასწრო
ფეხზე დადგომა.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები