ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
19 იანვარი, 2019


ვარიაციები თავისუფალ თემაზე

...ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა სამყაროში ღალატი სუფევდა და კუნაპეტად ექცია ადამიანთა ყოფა.
ოტელოს დაურეკა ერთ საღამოსა იაგომ....ტექსტი შეუბრალებელი და პირდაპირი  იყო.
--ალოოო, ოტელო!--
--ჰო--, იაგო..გისმენ!....ტელეფონი გაასწორე, ცუდად იჭერს!
---შენი ცოლი შენი ცოლი არ არის, ოტელო!
--რაოო?....მაშ ვინაა???
---შენი ცოლი საერთი სახალხო საკუთრებაა, ოტელო!...
...............პაუზა....
ნუთუ ტელეფონი ვერ გაასწორა იაგომ...??? ნუთუ მობილურმა კომპანიებმა ვერ დაამონტაჟეს საჭირო რაოდენობის ანტენები?..ნუთუ ამ ხარვეზის გამო ვერ შედგა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საუბარი?????

ვერ მოგართვით. შედგა. დიახაც. უბრალოდ პაუზის უფლება გამოვიყენეთ ამ უცნაურ პროზაულ ნაწარმოებში რომ ნელა, კარგად გავიაზროთ, შემდეგ  კი ბოლომდე დავცეთ ადამიანთა მოდგმის უკეთური ბუნება ....
--ალო......იაგო! ალოო!...რაო? ვინ არისო ჩემი ცოლიო?
---შენი ცოლი საერთო-სახალხო საკუთრებაა! ახლა კი მისმინე ძმაო!
----შშშშშშშ.....(მგონი უსმენენ...ოტელო არა კაცო....ჩვენ ყველას გვისმენენ რასაც ვსაუბრობთ ტელეფონით! და იწერება ეს დედააფეთქებული საუბარები ყველა, ყველააა!!!!!..მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე მერე ვისაუბროთ)
ხო და მოკლედ იაგომ ასე უთხრა ოტელოს..როცა შენი ცოლი, ეგ მოღალატე და ქვემძრომი დედაკაცი ,დეზდემონა დაიძინებს, მოპარე კოლგოტი, გაავსე ის ქვიშით და დასცხე მაგ დამპალს ....სანამ სულს არ განუტევებს.....
.........................................


ს.ნ.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები