ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2019


დემოკრატია

დემოკრატია. ნერვების თოკვა,
ქშენით,
დემოკრატია. შიმშილი, შიმშილი, შიმშილი,
დემოკრატია, ანალის ლოკვა,
ენით.
და ქვეყნის ხელში თვალს და ხელს შუა იშლები.

დგას ოკუპანტი პატრიარქივით მყარად,
დგას მიწის წილი დემოკრატია, დემო,
დემო ვერსია, დემოკრატია, მარად
დემოკრატიულ დემოკრატიის გემო,
დემონსტრირებენ ბაობაბები რწმენით
და გურუ მათი თუ ლოკაციას იდგენს
დრო არის ხალხი მომარჯვებული ენით
ლოკავდეს მწარე ბაობაბების დინდგელს.
სხეულს კი არჩენს მხოლოდ ლოცვა და ლოკვა
და ქვედა ტუჩზე მადლის დუჭების თქეში,
და გულის რევის ნერვების ძალის თოკვა
შენი ნერვები _ დემოკრატიის ხელში.

ხშირად სიზმრებში საკუთარ კისერს ახრშობ,
სახლში მთვრალივით ამოიტანე ძრწოლა
შენი შვილები _ დემოკრატიის ჩარჩო,
შოვინისტური მელანქოლია - ცოლად.
ესროლი ყველას ვინც სხვანაირად როშავს,
მადლიერი ხარ წრეზე გატარებს რუკა
და ვერაფრით ვერ ჩამოიცილე დროშა
რომელიც ხედავ - ჩრდილში მოგყვება უკან.

ღამე ცივი და შენი საბანი - თხელი
ხალხის მზერაში _ შენი სტატუსი _ მგოსნის
აი იხილე ხელისუფალის ხელი
და რელიგიის წინამძღვარივით კოცნე!

რომ ვინმემ სადმე არ შეადაროს დემონს,
ყოველ სხვა სიტყვას გაჭრი სხვა მასტის კარტით
დემოკრატია, დემოკრატია, დემო
დემოკრატია, კრატია, დემო, კრატი.

















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები