ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
22 იანვარი, 2019


ნაუევიჩის ამბავი (3)

რადგანაც ამბავი ჰქვია,    ფრიდონის  ამბავიც დავუმატოთ, უფრო სწორედ გაგაცნობთ,  ამ მაღალ, მხარბეჭიან, მუდამ არეული და ღრმა თვალებით მოსიარულე კაცს,რომელმა სულელმა მოიგონა, მკვდრებზე რომ ცოტას ლაპარაკობენ?!
გაგაცნობთ,-მეთქი და აწ უკვე მიწასდამეგობრებულ კაცზე, რაოდენობით ნაკლები, მაგრამ ისეთი, წონა რომ გააჩნია, თვისება, იერი, მხარე,თუ, სულიერი მდგომარეობა ჩამოვთავლე, საფიქრალიც კი არის ჩემთვის და აღსადგენი, რა უნდა დავამატო. ალბათ ის, რაც მისმა  ბავშვა, რომელიც შუა ქუჩაში, კიტრის ხრაშუნით, გონებამახვილობით და უპირატესობით ე, იმ გზაზე გადამეღობა, ალბათ დამცინა კიდეც.
      ფრიდონ იოსებიჩი, ჩემი სახლის გაღმა ცხოვრობდა,
ანუ შუაში პატარა ღელე გვყოფდა, ღელე, რომელსაც სახელი სწორედ მან შეურჩია. ( ალბათ ძველი ყველას გადაავიწყდა) დაბადების დღე ჰქონდა, ზუსტად მახსოვს წელიც, 1989 წელი იდგა მაშინ, ჩვენს ყოფიერებაში, ივნისისა,  ( სხვათა შორის, 1989 წლის , გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელი, რომლის პირველი დღეა კვირა, ეს წელი არის მე-20 ს-ის მე-9 დეკადის მე-9 წელი) კვირაზე თავს ვერ დავდებ,ჩორტ პაბერი!  საზამთრო ამოუჩარავს მკლავქვეშ, შარვლის დიდ და ფართო ჯიბეში ლიტრიანი ბოთლი და შემოუძახა  ჩვენს პატარა და მძიმე სოფელში თავისიანებს, ახლო-მახლო:
  “ მჯერა ძლიერ, ამ ხიდების,ღელეში ამ ხიდიდან ფეხებით გადამხტომი ჭაბუკების  და აქ , ამ ღიდისთავზე ჩამძინარებული ლოთების,მხოლოდ იმიტომ, სადღაც ალბათ ფეხი მათ კი არა, სხვებს დაუცდათ... დადიოდა და გაჰყვიროდა, (არა, ისე ლამაზად ირხეოდა, როგორც მანდარინის მძიმე ტოტები)
რას მალაპარაკებთ ამდენს, განა სისხლი თქვენს თავამდე არ ასულა? განა იატაკის ჭრიალის არასოდეს შეგშინებიათ? წამოდით და ერთი ბოთლი გავჭყლიტოთო, (ასე იცოდა თქმა) დღეს. წამოდით, კორბინ ბლიუ დავლოცოთ! ( ბოლოს მომადგა მე)
  აქ, გადავუხვევ, მაშინ ძველ სახლში ვცხოვრობდი, ეზოში ნაირ-ნაირი ყვავილები ერგო ჩემს ცოლს, მოვუარე ამ ყვავილებს, არც წყალი დავაკელი, არც მზის სხივები, გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა. საბოლოოდ ყვავილებიც მომიკვდა.
    შევიკრიბეთ იმ საღამოსვე იმ ღელესთან, ერთი ხიდის თავთან ჩამოჯდა, მეორე ბოლოში, ზოგნი ვიდექით, ჩვენი მეგობარი ფრიდონი კი შუა წერტილას დავაბრძანეთ, ცივ ბეტონზე. თავიდანვე ყველამ გაკვირვება მოვუტანეთ სახსოვრად, უიმედობა, მოლოდინი, დაგვიანება, არცოდნა, ( ასე ფიქრობდა ალბათ) მერე მანუჩარმა დამაცათო და ხის უკან დამალული თევზი გამოაჩინა, ლერიმ ათი ნაბიჯი გაიარა მიტივებული სახლის ჭიშკრამდე და ხილი მაისურში ჩაყოლებული მოარბენინა, მეტი მოსატანი არაფერი რომ არ გვქონდა, ვისოცკის ლექსი წავიკითხეთ. ერთხმად. ხმამაღლა.
    სახლიდან გაქცეული ბავშვის თვალებივით იყო ფრიდონის თვალები, ღამით დაქანცულს სხვის ხელში რომ გაგეღვიძება.ადგა და ყველას რევერანსი შემოგვთავაზა, ისე, ვითომ არაფერი. მერე წელში გაიმართა.
    - რას ვიფიქრებდი, რომ აქ ვინმეს, ჩემი თარიღი თუ გაგახსენდებოდათო. ისეთი დროა, ისეთი წელი, აბა ჩემთვის ვისღა სცალია? ღელე, მდინარე, თევზაობა და ჩემი ჭკუით, პალადინობა შემიწირავს მე, ალბათ ხალხს ჰგონია, რომ დილაუთენია ჩემი ველოსიპედით სათევზაოდ დავდივარ და თევზებს ვიჭერ. ერთი ისაა, რომ დილაუთენია ნამდვილად გავდივარ სახლიდან, შორს, ტყეში, მდინარეებისკენ, საიდანაც ვეღარ ამოვალ. ერთხელ ურემით ვიყავი, ცხენი დამეფეთა და ლაგამი მივუშვი, რაც იყოს , იყოს, დიდი ამბავი ერთი თვის მერე თუ მოაგნებენ ჩემს გვამს-მეთქი, მაგრამ აღმართზე ცხენიც დამეღალა. თქვენ რომ გახსოვართ  გულითადად მიხარია და სიტყვა ამიტომაც გამიგრძელდა.
-  ოჰ, მე მეჩქრება თუ რომელიმეს, ჩვენც არ გვქონდეს ბილეთი კუბის მიმართულებით აღებული. ჰა. ვთქვი- მე.
- ამ ღელეს რომ “ შაშკვარა” დაუძახოთ დღეიდან, ხომ არ ხართ წინააღმდეგი,ძმებო?
- ეე, მოგცლია რა, რა თქმა უნდა , ასეც იქნება. თვალი დავაპაჭუნეთ ყველამ.
-და გაგვანდე თუ რა დატვირთვაა აქვს ამ სახელს-ითხოვა ალექსანდრემ, რომელსაც ცალ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი კი საზამთროს ატრიალებდა.
-კი ბატონო, გეტყვით მეგობრებო, მაგრამ იქნებ ჯერ ერთი-ორი ჭიქა დაგველია.
-მერე კი ჩვენი ამბავი რომ ვიცით, “შაშკვარას” კი არა, ნილოსს დავარქმევთ. აგერ, ჩვენმა ლევანიმ, შეიძლება ტრაფარეტიც კი დადგას აქ. შემდეგი წარწერით:
“მდ. ნილოსი.
მოტანა-გაცრუებული იმედების
ჩამორეცხვა- სირცხვილის
ჩაედინება-ყველა გამვლელის გულში, წვეთ-წვეთად.
გააფრთხილება:
თავით ნუ გადაეშვებით. “
-კი ,მაგრამ ეს ხომ ძალიან დიდი შესავალია, სიღრმე და სიჩქარეხ ხომ არ დაგვემატებინა-თქვა ლევანიმ,  რომელმაც ეს-ესაა არაყით ყელი გაისველა და ნილოსს ნამდვილად ჰგავდა მისი ცრემლები.



   
    ალბათ ამ თავში, ფრიდონზე მეტის თქმა შეიძლებოდა, გაცილებით უკეთაც, ხიდზე ვოიაჟით დამატებული, მაგრამ იმის სიყვარული , დამალვა რომ სჭირდება.
ვთქვათ მერე.
( ბავშვმა  ამის წინა თავში დაიღუპაო, ასე მარტივად  არ იქნებოდა, მას ხომ თევზებში ეგონა საქმე)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები