ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ესკონდიდო
ჟანრი: იუმორისტული
23 იანვარი, 2019


რობინ ჰუდის ამბავი

შერვუდის ტყის მოჩვენებების ამბები ვის არ სმენია, მაგრამ ნოტინგემში ისეთ საქმეზე დაიბარეს, დურგალი ჯეიმსონ კარპენტერ უფროსი უარს როგორ იტყოდა!  ღმერთმა დალოცოს აბატ ჩესტერი და ლორდ ჰენრი მათი უჩვეულო ახირების გამო, რომლებმაც მომავალ კვირას საქველმოქმედო ბაზრობის გამართვა გადაწვყიტეს. უზარმაზარი ბაზრობისთვის  დახლების სწრაფად დამზადებას ნოტინგემის დურგლები ვერ აუვიდოდნენ და ხალხი დამატებით მეზობელი სოფლებიდან მიიწვიეს, თანხაც ისეთი შეუთვალეს, ვინც კი ახლო მახლო დურგალი იყო, თავპირის მტვრევით გამოეშურა. ჯეიმსონიც საკუთარი ჯაგლაგი ცხენით ნოტინგემისკენ მიიჩქაროდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ამ საქმისთვის დღეში მთელი თვის ჯამაგირს  გადაუხდიდნენ  და ადგილზე დროული ჩასვლა ჯეიმსონისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ნისლიან და ახლად ნაწვიმარ შერვუდის ტყეში მწვანე ხასხასა ფოთლებიანი ხეები  უვკე თვითონ ჰგავდნენ ნაცრისფერ მოჩვენებებს, რომლებიც რძისფერ ნისლში იკარგებოდნენ.
- მოჩვენებების მე არ მჯერა! ავაზაკებმა კიდე რა უნდა წამართვან.. როცა ფული მექნება,  შემოვლითი გზით დავბრუნდები, ბუტბუტებდა დურგალი და ტყეში მარტოდ-მარტო მიჩაქჩაქებდა.
უეცრად ტყეში რაღაც გატკაცუნდა..
- ციყვი იქნება... ან მელა.. გვერდზე არ გაუხედია ისე ჩაილაპარაკა დურგალმა და ცხენს მათრახი გადაუჭირა..
- სდექ! - ვიღაცამ ისე დაიღრიალა, რომ დურგალი და მისი ცხენი ქანდაკებასავით ერთ ადგილას გაქვავდნენ..
ბუჩქებიდან ჯერ ისრის წვერი გამოჩნდა, მერე მშვილდი მერე კი პირახვეული  კაცი რომელსაც თვალებამდე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული!
- მე რობინ ჰუდი ვარ!!! მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ! მომეცი რაც გაბადია თორემ სულს გაგაფრთხობინებ!! - დასჭექა უცნობმა!!
- ერთი ღარიბი დურგალი ვარ, ამ  ბებერი ცხენისა და მათრახის მეტი არა მაბადია რა... ამოიკნავლა ჯეიმსმა. და ცხენიდან ჩამოსახტომად მოემზადა
- სდექ!!! ისევ დასჭექა უცნობმა, მშვილდი ზურგზე სწრაფად მოიგდო, უბიდან ქისა ამოიღო და დურგალს გადაუგდო! დურგალმა ქისა გახსნა და ოქროს მონეტების ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა... - ღმერთო!!!! მოულედნოლობისგან სუნთქვა შეკრული დურგალი ხმს ვერ იღებდა... გაოცებულმა ბუჩქებისკენ გაიხედა თუმცა უცნობი უკვე გამქრალიყო იქ კი ტოტებიღა ირხეოდნენ. დურგალმა ცხენს მათრახი გადაუჭირა თან ქისას მ გულში იკრავდა. - ღმერთო, ეს რა დღეა.. ღმერთო!!  ასეთი რამე რომ მოეყოლათ არ დავიჯერებდი... დურგალი ნელ ნელა აანალიზებდა თუ რა შეემთხვა და სიხარულისგან გულის ცემა უხშირდებოდა.. ღმერთო!! რამდენი ოქროა!! ღმერთო მდიდარი ვარ!! მდიდარიი!!! შეჰყვირა ემოციებისგან სავსდ ჯემსონმა!!!
- სდექ!!! დასჭექა უცებ უცებ ვიღაცამ.... ბუჩქებიდან ჯერ ისრის წვერი გამოჩნდა მერე მშვილდი მერე კი პირახვეული  კაცი რომელსაც თვალებამდე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული!
- მე რობინ ჰუდი ვარ!!! მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ! მომეცი რაც გაბადია თორემ სულს გაგაფრთხობინებ!! - დასჭექა მან და მშვილდი უფრო ღონივრად მოზიდა.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს