ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2019


სურათი

ვზივართ ჩვეულად,მე,ჩემი სული და სამწერტილი...
რუსთაველზე რომ სკამეიკაა,
ვითვლით ნათებებს
უშველებელი ფანჯრების ხარჯზე.
გაკვირტვის სისწრაფით სუიციდობენ ფიქრები,
მე კვლავ ვუყურებ,
შიზოფრენიკი,რომელიც ფიქრობს ვერაფერს,
შემზარავი მზერითა და ნაკლები დარდით,
ბილიკები ალბათ გზას ურევენ ისევ მწეველებს,
თრიაქის მოყრით,შოკოლადების სუნი დგას ირგვლივ,
მე ვგრძნობ რატომღაც...
თავში სისხლი უდუღს მოხუც მხატვარს,
ზედმეტი უყურადღებობისგან დამშეულან პორტრეტები,
ფუნჯის მტვრეველი გენიოსები შთანქავენ გრძნობას,
პატივმოყვარეობას რომ ვუწოდებთ უბრალო მოკვდავნი...
შეჰფეთებია მთვარე ანარეკლს, ლოთის ჯინაზე წვეთები გაქცეულან ჯინის ბოთლიდან,
ტირის ჯამბაზი,ნაადრევად დამტყდარი სიხარულისგან,
ფიჭვებს კი ისევ მატლები ხრავენ
მათაც ხომ შიათ,დრო უნდა ჭამონ!
................................................................
მძღოლი გაიქცა,ჩემი სულივით...
ვფიქრობ ყველაფერს...
გამარჯობა! გარდავიცვალე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები