ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2019


ქრისტეს გულამდე მივედი

დაკარგული მაქვს ხალისი
ლელოს გატანის... ვბერდები,
წაგებულია კრწანისი,
ცრემლიანია ედემი.

თუმც ჯერაც ახალგაზრდა ვარ,
გული სავსეა ტკივილით,
აღარ გაჰკივის ნაღარა,
არც სისხლის ისმის ყივილი.

მაგრამ არასდროს იმედი
არ დამიკარგავს უფლისა,
ქრისტეს გულამდე მივედი
რწმენით და სიყვარულითა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები