ნაწარმოებები



ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
30 იანვარი, 2019


ბორის პასტერნაკი - სხვების სიყვარული რა მძიმე ჯვარია,

სხვების სიყვარული რა მძიმე ჯვარია,
თან გასაღებია ცხოვრების საზრისის.
შეგცქერი მშვენიერს, მაგრამ თავქარიანს
და შენს საიდუმლოს ხიბლი აქვს თავისი.

სიზმრები გაზაფხულს შრიალით მოება,
მას ჭეშმარიტებაც მდუმარედ ესვიდა;
შენი სისუფთავე და უმანკოება
ამოზიდულია კეთილი ფესვიდან.

ბოროტი ზრახვებით ნუ აღამ-ათენებ
- მარტივი სიბრძნეა, არც ისე ძნელია -
დატკბი და სიბრაზე გულიდან განდევნე...
გათენდეს! ცხოვრება რა მშვენიერია!

***
Любить иных тяжелый крест,
А ты прекрасна без извилин,
И прелести твоей секрет
Разгадке жизни равносилен.
Весною слышен шорох снов
И шелест новостей и истин.
Ты из семьи таких основ.
Твой смысл, как воздух, бескорыстен.
Легко проснуться и прозреть,
Словесный сор из сердца вытрясть
И жить, не засоряясь впредь.
Все это — не большая хитрость.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები