ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2019


ექსპრომტი ვასო გულეურს

ნინო დარბაისელი

ექსპრომტი ვასოს
- - -

ვის ადარდებს პოეტი ანდა ადამიანი!
სხვაა პრიორიტეტი, სად  სცალიათ  ახლა.
თუ არც გასაქცევი გაქვს და არც გადასახტომი,
გრჩება თოკი ან კიდევ შუბლში ტყვიის დახლა.

არ სწყინდებათ დაცინვა თავად კარგად გამაძღრებს
და ლოდინში მრავალი გადის წელიწადი.
როგორც გინდა, იჩივლე,
სადაც გინდა, იჩივლე,
შეაჯერე ქვეყანა,
მინისტრამდეც ადი,
რა გამოვა?
იციან, როგორ გამოიზოგონ, ვიდრე ხელში უჭირავთ შამფური და მწვადი,
როგორ მოიგერიონ ყველა,
კაცით-კაცამდი,
ბევრჯერ გამონაცადი, ბევრჯერ დანაცადი
პასუხი აქვთ ასეთი - ,,თუ არ მოგწონს, წადი!”

ღმერთის საჩუქარი ხარ ჩვენი შვილებისათვის.
შენს ნაწერებს ვკითხულობთ ყველა ასო-ასო.
შენთვის ენა-მახვილი,
მზად ვარ, ყველას ჩავასო,
ბევრიც ვიცი, ვინც შენთვის
წვენს გაადენს ქვასო.
მარტო არ ხარ, იცოდე,
მაგრად დადექ, ვასო!

http://liberali.ge/articles/view/42837/sabavshvo-poetis-vasil-guleuris-ghia-tserili-tea-tsulukians

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები