ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
31 იანვარი, 2019


მდგმური

      ბრუნავს და ბრუნავს ეს ოხერი, ბრუნავს და ბრუნავს.შენს დაღლილ სახეს თანდათან, უფრო ძლიერი, სწრაფი და უხეში ბრუნვით სახეს გიციებს და არ აინტერსებეს, შენ რომელი ხარ, პირველი თუ უკანასკნელი. სანამ თითს ღილაკს არ მიაჭერ, ბრუნავს და ბრუნავს.

  დედამიწის ღერძის გარშემო ტრიალზე და ციკლის ცვლილებებზე რა მოგახსენოთ, ის , ალბათ მაშინაც იბრუნებს, კაცმა ზეცა , ზურგზე რომ მოიკიდოს და სადღაც ბნელ წიაღში გადაკარგოს.ეს უკანასკნელი, ერთნაირად ბრუნავს ყველასთვის, ერთი სიხშირით, ერთი ხმით,ერთი ხვალინდელით,ბევრი წარსულით,ერთი სიკვდილით და მის ბრუნვას ვერ გააჩერებ. საერთო , მხოლოდ და მხოლოდ არა რელიგურ ჭრილში, არამედ ამ საყოველთაოდ აღიარებულ ბრუნვაშია.

  და ბრუნავს ეს ოხერი, ბრუნავს და სახეს გიციებს, თვალებში გაყრის.
  და აჰა, დღეს სამოცდაოთხივე ერთი ამოსუნთქვით  დაამზადა ალექსანდრემ, თარგი მისთვის უცხო ხილი იყო, ( როგორც ყველა , უსინათლო მკერავი, ნემსის ყუნწში, ძაფს უმიზნებდა ნაყოფიერად) თითოეული კვადრატი ჩამოჭრა “რენტულაზე”  სანტიმეტრებად , გასაშრობად მზად მყოფ , კუ-დან დაწყებულ,-ლაზიერით დამთავრებულ მხედრებს თვალი შეავლო და სალაქავიდან გავიდა.

“ბრუნავს და ბრუნავს ეს ოხერი, დღეს ლამის თვალი გავუსწორე, არა, შუბლი დავადე. რა ლამაზი იქნებოდა ჩემი სახე, წამში 450 ბრუნის მქონე ხერხისთვის რომ  დამედო სახე? მაშინ, ხომ გრეი ვიქნებოდი, მკვდარი და ლამაზი გრეი, მაგრამ ის ხომ თავიდანვე ასეთივე იყო: ცოცხალი და უშნო, რომ მოკვდა მერე გალამაზდა”-წაულაპარაკა საკუთარ თავს ალექსანდრემ და ის-ის იყო,ჭადრაკის დაფისა და ფიგურების დამამზადებელი ქარხნიდან გასვლას ორიოდე ნაბიჯი რომ აშორებდა:

- საკუთარ თავთან რომ თამაშობ ჭადრაკს, მეფის გარეშე, მოდი აქ,ახალი ხარ აქ, ზავტრა ზა ბუდიშ, არ ვიცით ჩვენ. დეკემბერია. ხომ იცი ეს თვე, ალესქ, თუ შენ ალექსანდრე ხარ? ვისაც უნახავს თოვა აფრიკაში, ის მუდამ დაბრუნებულა იქ. შუა ზაფხულში ეღირსათ, მოდი რა. დალიე შე კაცო.

      ცალი ხელი ჯიბეში ჩაიყო, მძიმე ნაბიჯი გადაგა და მიუახლოვდა მაგიდას.

- სასმელს თავი დავანებე, მეგობრებო, თუმცა ეს თქვენ რა იცით, ასეა, 9 დღეა დავანებე. მორიდებულად , რაღაცას გეტყვით, და მომისმინეთ, ოღონდ კარგად მომისმინეთ.
 
        -ერთ დღეს, ავდექი და ნახევარი მხარე მომატეხეს,
წადიო და წამოვედი,
სადღაც გადაკარგულში, ტრაგედიაში, ევრიპიდეში.ჩამოცვენილ სიმართლეებს, ყველა წმინდაზე მეტად მფარველი ჩრდილი აქვს.
აღარ ვსვამ, მეცხრე დღეა.

ჭიქა მაგიდაზე დადგა.
გავიდა.
თვალი გააყოლეს, ხელი მერე ჩაიქნის.

    წათლილი თვალებით გაეცალა იქაურობას და გარეთ აგდია სახლი, მოულოდნელ ადგილებში.

..................

-რას ჩამომჯდარხარ ხის ძირას, ალექს, შემოდი, კრინტს აღარ დავძრავ შენს ვალზე, ამ სიცივეში მეცოდები, რას უყურებ , შემოდი ან წადი სახლში- ეს იყო ერთადერთი,  რაც მას მოესმა.

    ფეხსაცმლის წვერები გაუთეთრდა, შემდეგ ყურიდან -თვალამდე სევდა გაეჭიმა, როგორც მინდორ გამოკლებულ იას შეხედავთ გაზაფხულზე, ისე შემოავლო თვალი ნასახლარს, ბინის აივანს.საკუთარ თავს ძველი სახლიდან უყურებდა, თუ ადამიანის ცხოვრებაში, ახალი სახლი იმდენად მნიშვნელოვანია, როგორაც დარგული ხე, გაშენებული ვაზი, იმას რა ჰქვია,სხვის სახლში  შენი არყოფნით მთვარესთან საუბრით ახალ მგლებს რომ გააჩენენ?სადაც ფეხი დაგიდგამთ, ის იმან არ შეჭამოს, რასაც ჭირხლი ჰქვია, ან გაზაფხული, როცა იმდენი მზეა, ხეებმაც არ იციან, საით მიაბრუნონ თავი. .

    ყველგან შუქია, წერტილი. მხოლოდ მისი ნაცხოვრები ბინის ფანჯრებიდან სჩანს არაფერი. მიუახლოვდა ეზოს, შეეცადა ისეთი რამე დაენახა, რაც მისი დატოვებული იქნებოდა მდგმურობისას, მხოლოდ ბაწარი, ბაწარი შენიშნა, თავისი ხელით, რომ გააბა და დედამისმა პერანგი,იმ ბაწარზე რომ დაუკიდა და ალექსანდრეს ერთი კვირა რომ არ ჩამოუხსნია.

    “ როგორი სუნი აქვს ,ნეტავ ამ სახლს ახლა, გალეულია ჩემსავით?ვდაგავრ და საკუთარ თავს ფანჯრებიდან ვუყურებ, იქ ვარ, მაგრამ ვერ ვეხები კედლებს, რომელიც ზეპირად ვიცი, რამდენჯერ გავცნობილვარ მის მეტასტაზებს, ნეირონებს, რამდენად კავშირშია სამყაროს მელანომა თითოეულ ოთახთან, ნანომეტრთან , რომლის კედლებს წლები ვიზეპირებდი? ასეთი სისულელე. ორი ხატი ეკიდა კედელზე, იესოსი, ოღონდ ერთი უშარავანდო,მთავარია გვერდი-გვერდ იყვნენ.”

  მით უფრო დაეზარა გამობრუნება.
ნეტავ რამდენი მგზავრი იჯდა მატარებელში,იმ აივნიდან რომ უყურებდა და უსმენდა მატარებლის და ლიანდაგის ჭიდილს? რაზე ფიქრობდნენ უცხო მგზავრები?
რატომ მიესალმა მეზობელი გულღიად, მხოლოდ მაშინ, ამ წლების მანძილზე, როცა მისი მკვდარი დაიტირა?

თოვაა.

თუ ,სადღაც ნერვები არ ამოგიძვრა და მოკეცილი ხერხემალი ცას არ მიებჯინა, რა მნიშვნელობა  აქვს ყველაფერს.
სახლებს მაინც სხვანაირად უხდებათ მზე, ძველი სტუმარივით.

გავიდა ეზოდან და სხვისი სახლი ისე მიჰქონდა, მან იცოდა, როდის მიუახლოვდეს, როდის გაწიოს გვერდზე,როდის თქვას : ორმო მომიტეხე.

ბრუნავს ეს ოხერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები