ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2019


ჩვენი სინდრომი

ან ეს ქუჩები, ეს წვიმები, რაგვარად ვიმტრო,
რახან აგვიხდა ჭლექიანი ქალაქის წყევლა...
ეს სიყვარული მე მაგონებს ს
ტოკჰოლმის სინდრომს,
თუმცა ორთავე აგვიყვანა ბუნებამ მძევლად.
ახლაც ავად ვარ, ისევ მხუთავს შენი ოზონი
და შენი კანი, _ პოეზიის ცხელი ეტრატი,
ჟრჟოლით მახსენებს იმ დროს როცა არამოზომილ
ალერსს და სიტყვებს ერთმანეთის
ყურთან ვხეთქავდით.
მხოლოდ სიზმრები, ზმანებები, ძველი კადრები
დამაქვს საგზლად და ცრემლით ვავსებ
სულის სამოვარს,
ერთ დღესაც შენში სიყვარულის ქარი ჩადგება
და ჩემს ლექსებში მონატრების წვიმა წამოვა,
მაგრამ მანამდე, ისევ გკითხავ, -
რაგვარად ვიმტრო,
ჩვენი წარსული, შეჩვეული სუსხი დაისის?
ეს სიყვარული ძალიან ჰგავს
სტოკჰოლმის სინდრომს,
სადაც მე მძევლად დავრჩები და
შენ თავს დაიხსნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები