ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2019


ხანდახანური

ნინო დარბაისელი

ხანდახანური
- -

მოიწით აქეთ,
მოიწით აქეთ,
სიბრძნეს გასწავლით, თქვენ, მოქალაქეთ:
სადაც ვის ნახავთ, როგორც ვის ნახავთ,
აქეთ და აქეთ,
აქეთ და აქეთ!

მღვრიეზე  - მღვრიემ რა თქვას გულწრფელი?
წყალი ჩაივლის, ქვიშა - დარჩება.
ვინ - მტყუანია და ვინ - მართალი,
უფალსაც უჭირს ზოგჯერ გარჩევა.

მოიწით!
იცით?-  სულ ამაოა,
გინდ იყოს დინჯი, გინდა ცანცარა,
იტყვის : “ნეტა, ღმერთს არ მოეცა  რა,”
უეცრად ხელი თუ მოეცარა...

ჰო, მაქებარი - უფალსაც უყვარს,
მაძაგებელი - დედასაც არა
და ამიტომაც შინა და გარეთ,
აქეთ  და იქით,
იქით და აქეთ,
აქეთ და აქეთ,
აქეთ და აქეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები