 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2019 |
ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის "წმინდა ნინოს ჯვრის მედალი" პრიზიორი ლექსი
მიმობნეულა ტყემლის ბილიკი შორს, მიტოვებულ სოფელში უხვევს... ძრწიან ავსულნი უხმო ჯირითით, კვამლივით ასდით დარდი ჭიუხებს. სოფელი,-წყლისგან დაცლილი კოკა, გაუკაცურდა, მოთქვამს და გოდებს, ხახაგამშრალი თვისვე ცრემლს ლოკავს, წელმოწყვეტილი ასკდება კბოდეს. კივის სახლები,ბაღები, ეზო, გულისმკორტნელი სიჩუმით კივის, გაუმაძღარი ცხოვრებით, ეგზომ, ახლა ხარხარი აგრძელებს ქილიკს. ცრემლი გაუშრათ კედლებსაც, ხესაც, არ ჰგუობს მიწას უბრალო ჩქამიც, სიცარიელე ავ თვალებს კვესავს, გდია სოფელი-უსულო გვამი. დაუტირელი, უჭირისუფლო, ძაძებმარხული გზები მაოცებს და ვკვდები ტყემლის ბილიკებს შორის, სიკვდილმისჯილთა სასაფლაოზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა ოთარ! მადლობა ოთარ!
1. 5 და მოკითხვა. 5 და მოკითხვა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|