მანამ, სანამ , ხიდისთავზე ვიდექით და მდინარე ჩვენს ქვემოთ ხმაურიანად მიედინებოდა,უზარმაზარ ქაფებს აგროვებდა ვიწრო კალაპოტთან, თითქოს თავის სასოწარკვეთილ სულს აფათურებდა დაღლილ კედლებთან, რომ მოსაღამოვდა, ყვავების გუნდმა ჩხავილით გადაგვიფრინეს , დანარჩენი, ალბათ ყველაფერი წესრიგში იყო, ვიღაცას ალბათ გმირობა სურდა, ვიღაც ანაზდად ცხოვრობდა, ვიღაცას არ უკვირდა გარეთ სიკვდილი, ცრა შვილის მამა ცხრა ლუკმად ტეხდა გუშინდელ მჭადებს, ერთი გიჟი კი, ღიღინ-ღიღინით , კენჭებს ისროდა სხვისი ეზოსკენ, კოჭლი ქოფაკი ისევ გამეტებით ყეფდა და საკვამურიდან კვამლმაც ამოანთხია სახლების სევდა. მაგრამ ჭეშმარიტება მაინც ერთი იყო: ხანმოკლე და მოუხერხებელი სიამოვნებით, ვეღარ აღწევდნენ დღეის გაღმა საკუთარ მიზანს.
ჩვენი მზერა ვერა და ვერ წყდებოდა ჩვენს პირდაპირ მდგარ ჭადრის ხეს და ნახევრად დანგრეულ ფიცრულ სახლს, ყველას ერთხმად წამოგვცდა ისმაილის სახელი.
ისმაილი, მარტოხელა კაცი იყო.შვილი და მეუღლე ძალიან ადრე დაჰკარგვოდა.აუყვებოდა ხელჯოხით აღმართს და დილაობით სამრეკლოს ზარებს რეკდა.შეწუხდა ხალხი ამ ყვეალფრით,მანამდეც ზიზღით უყურებდნენ.იყო მასში რაღაც ფარული.ღამით ისმაილის ეზოდან მუდამ კაკუნის ხმა ისმოდა,თიოტქოს რაღაცას აჭედებდა.გამიკვირდა მისი ხელობა და მივედი,ვკითხე,ისმაილ,რას აკეთებ ასეთს მეთქი,მითხრა კუბოს ვამზადებო.
-როგორ თუ კუბოს ? -ხო,კუბოს.განა შენით ვერ ხვდები,მე სიკვდილი კარს მომსდგომია,მე თუ არ მივხედე ჩემს თავს,განა ვინღა მიხედავს.ცოცხალი არ ვჭირდებით და მკვდარი ვის რაში არგია? -არა,რა სალაპარაკო ეს არის. -დამტოვებენ დაუმრხავი.თან კარია,საკუტარი თვალით რომ უყურებ სამუდამო სახლს,უსასრულობას. ისმაილი დადიოდა და საკუტარ ვალს იხდიდა.იმდენი ცოდვა მაწევს ზურგზე, უნდა გავთავისუფლდე ამ ყველაფრისგანო.ეხმარებოდა ყველას,როგორაც შეეძლო.ძალას არ დავზოგავ,თვალი მუდამ დაჭყეტილი მაქვს,რამე სასიკეთო საქმე არ გამომეპაროსო.ბოლოსკენ გაგიჟდა.შვილის ჩანთას მოიკიდებდა და დადიოდა,გაიძახოდა მზეს და ვარსკვლავებს ვარიგებაგერ,ამ ჩანთში მიწყვიაო. იმ დღეს იპოვეს ხის ძირად გარდაცვლილი. ჩააწვინეს საკუტარი ხელით დამზადებულ კუბოში და გაუშვეს შორს,უსასრულობისკენ.
ჩანთა რომ გაუხსნეს,რვეული იპოვეს მხოლოდ.ჩამოეწერა მეზობლის სახელები,ანბანის მიხედვით,გვერდით კი ის სასიკეთო საქმეები,რითაც გეგმავდა მათ დახმარებას,იცოდა ვის რა სჭირდებოდა. სიცოცხლეში რომ ზიზღით უყურებდა ხალხი,ერთ-ერთმა,მიდით,ჩემი გვარი ამოიკითხეთ,მე რას მიპირებდა ნეტაო,მეორემ,შენამდე ჯერ მე ვარო.ასეა,ზოგჯერ მხედველობა შესანიშნავი გვაქვს,მაგრამ ვერაფერს ვხედავთ და მითუმეტეს ვერაფერს ვგრძნობთ.
ყური მიგდეთ, მეგობრებო, თქვა ფრიდონიმ, მე ამ ჭიქით ვსვამ ამ მდინარის სადღეგრძელოს , ეს მდინარე, სულ ასეთი კი არ იყო, წითელი იყო მისი წვეთები და ყოველ კაცთათვის უხილავი, უძირო და სნეული. მდინარის მუცელი იყო მიწა და ამოსუნთქვას ჰგავდა მისი დინება. -ჩვენს ენაზე ილაპარაკე,თორემ აგერ, სამივე გისმენთ და ბრაზით და შურით ვივსებით.-თქვა ალექსანდრემ ქშენით, შემდეგ საწყენი ხომ არა ვთქვიო და დაამატა-რომ დავლევ, გონება მებინდება, თორემ საინტერესო ამბები რომ მოგეპოვება, ჩვენც ხომ ვიცით.
-სჯობს ჯერ დავლიო და მერე განვავრცო. წრე შევკარით, ფრიდონის თხოვნით დაბლა, წყლისკენ ჩავედით, მის ნაპირას მრგავლ ქვებზე მოვასვენეთ ხორცი და ძვალი.მან ჯერ თითი ჩაყო წყალში, უყურა, ატრიალა, ეს გამოუთქმელი სევდა ღრღნიდა ჩემს გულს, თქვა მან, ბატონებო, მეგობრებო საქმე შემდგეშია.
მე ხილვა მქონდა. სამი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახლის გვერდით, საქანელაზე ვიჯექი და მაღლა ვიყურებოდი, თითქოს რაღაც გამომეცხადა. მაგრამ ეს სულაც არ იყო ზემოდან მომავალი ობიექტი, რომელიც პატარა კუნძულს ეძებდა, საფრთხედ არც ჩამითვლია და სახლს ირგვლივ შემოვუარე, მაგრამ ვერაფერი შევნიშნე, წვრილი ხმა, რომელიც ჩემს გონებაში სულ უფრო ემსგავსებოდა ხეზე მიკრული გოლიათის ღრიალს, ძლიერდებოდა. მე გაუყევი გზას, თითქოს ეს ყოფილიყო ჩემი საყრდენი. “აღარ უნდა ხედავდე არაფერს რათა ბევრი დაინახო” ვუმეორებდი ჩემს თავს და მსურდა ყოველი საფუძვლის ამოხსნა. “კმარა, შეჩერდი, შენ ჩვენი ტყიდან თავს ვერ დააღწევ” მესმოდა დამცინავი ხმა, ამასობაში სახლს დიდი მანძილით ავცდენილვარ და სწორედ ამ მდინარის ველებს მივუყვებოდი. ნოემბერი იყო, პერიოდი, რომელიც ჭინკების სათარეშოდ ითვლება და მაშინღა დადიან ხმელეთად, ადამიანებად, სოფლად რომ გლეხები იტყვიან მაცდურად “ჰაერის მცველი”. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ, ამომიტივტივდა ჩვენი სოფლის მკითხავის, ლაურას ნათქვამი, რომ როდესაც სახლში ეზოდან გეძახიან, სამი დაძახების მერე გადიო , რადგან შეიძლება შენი მეგობრის ხმით ჭინკა გეძახდეს ,როდესაც გადაიხედავ გადაგაგდებსო. ადრე კი, გაზეთში წავიკითხე, რომ ერთი კაცი, სახელად ემზირო,მიდიოდა ურმით ტყეში შეშის მოსატანად,ზამთარი იყო , ძალიან ციოდა , (სხვათაშორის ჭინკები მარტო ზამთარში არიან) უგრძვნია რომ მის ზურგს უკან ვიღაც იყო, გაიხედა და დაინახა დაბალი , წითელი თმებით, დიდი ფრჩხილებით, ძალიან მახინჯი ქალი ,ძალიან შავი ულაყით, ემზიროს ისე შეშინებია ,რომ შარვალშივე მოუსაქმავს.ჭინკამ ,სუნი როგორც კი იგრძნო ,გადამხტარა ურმიდან და გაქცეულა. თუმცა ეს წაკითხული და იმ კაცის ამბავი, როდი ნიშნავს იმას, რომ მეც მასავით დავფრთხი , არც ფორუმზე წავსულვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აქ კითხვები არ მაქვს, მეც მასე დავფრთხდებოდი. აქ კითხვები არ მაქვს, მეც მასე დავფრთხდებოდი.
4. სიმართლე გითხრათ, იმედიც მქონდა მსგავსი კითხვების. ულაყით რომ გაიქცა, იმიტომ არ დავაწვრილმანე, რომ ჭინკაა და აბა რას იზამდა ის ოხერი) “თავისი ბრჭყალები ჩასჭიდა შავი ულაყის ფაფარს, ულაყმაც არ დააყოვნდა, დაიფრუტუნა, ფლოქვების მოსმით როსინანტის მოძრაობა უცნაურად შეასრულა და ორივემ მოქუსლა, სადღაც შორს, ალერგიების ქვეყანაში” აჰა, ჩამატებული) სიმართლე გითხრათ, იმედიც მქონდა მსგავსი კითხვების. ულაყით რომ გაიქცა, იმიტომ არ დავაწვრილმანე, რომ ჭინკაა და აბა რას იზამდა ის ოხერი) “თავისი ბრჭყალები ჩასჭიდა შავი ულაყის ფაფარს, ულაყმაც არ დააყოვნდა, დაიფრუტუნა, ფლოქვების მოსმით როსინანტის მოძრაობა უცნაურად შეასრულა და ორივემ მოქუსლა, სადღაც შორს, ალერგიების ქვეყანაში” აჰა, ჩამატებული)
3. მომეწონა ისმაილის ამბავი. სხვა რამდენიმე მომენტიც მომეწონა. 2. გაქცევისასაც არ ჩანს, რომ ჭინკამ ულაყით გაქუსლა. უბრალოდ, ვიფიქრე, რადგან მე გამიჩნდა ეს კითხვები, შეიძლება სხვასაც გაუჩნდეს, ან არ გაუჩნდეს. თქვენი ნებაა, გაითვალისწინებთ, თუ – არა.
მომეწონა ისმაილის ამბავი. სხვა რამდენიმე მომენტიც მომეწონა. 2. გაქცევისასაც არ ჩანს, რომ ჭინკამ ულაყით გაქუსლა. უბრალოდ, ვიფიქრე, რადგან მე გამიჩნდა ეს კითხვები, შეიძლება სხვასაც გაუჩნდეს, ან არ გაუჩნდეს. თქვენი ნებაა, გაითვალისწინებთ, თუ – არა.
2. პირველში გეთახმებით, მეორე კორექტურაა, შავი ულაყით იყო, ანუ ამით მიდი-მოდიოდა. არაა გამოსარუცხი, უკაყი გვერდით ყოლოდა, თვითონ კი სხვის ურემზე ამხტარიყო.მესამეც რაც შეეხება, გამოთქმაა ასეთი, რომელიც რა თქმა უნდა არაა ზუსტი.თუმცა მე არაფერ შუაში ვარ. მასლობა თქვენ, გარჯისთვის. შევასწორებ პირველში გეთახმებით, მეორე კორექტურაა, შავი ულაყით იყო, ანუ ამით მიდი-მოდიოდა. არაა გამოსარუცხი, უკაყი გვერდით ყოლოდა, თვითონ კი სხვის ურემზე ამხტარიყო.მესამეც რაც შეეხება, გამოთქმაა ასეთი, რომელიც რა თქმა უნდა არაა ზუსტი.თუმცა მე არაფერ შუაში ვარ. მასლობა თქვენ, გარჯისთვის. შევასწორებ
1. ალბათ, საინტერესო ამბებს ყვებით, მე მხოლოდ ეს ფრაგმენტი წავიკითხე. რამდენიმე შენიშვნა მაქვს: 1. „სექტემბერი თუ ოქტომბერი იყო, პერიოდი, რომელიც ჭინკების სათარეშოდ ითვლება“ და „ზამთარი იყო , ძალიან ციოდა , (სხვათაშორის ჭინკები მარტო ზამთარში არიან) “ – ეს ორი წინადადება ეწინააღმდეგება ერთმანეთს. 2. რატომ „გადახტომილა ურმიდან“ და არა „გადამხტარა ურმიდან“? თან ურმიდან რატომ გადახტებოდა, თუ შავი ულაყით იყო? 3. „ამომიტივტივდა ჩვენი სოფლის მკითხავის, ლაურას ნათქვამი, რომ როდესაც სახლში ეზოდან გეძახიან, სამი დაძახების მერე გადიო , რადგან შეიძლება შენი მეგობრის ხმით ჭინკა გეძახდეს ,როდესაც გადაიხედავ გადაგაგდებსო.“ – რაღატომ უნდა გავიდეს, თუკი გადააგდებს? თუ ერთ დაძახებაზე არ უნდა გავიდეს და სამს დაელოდოს? ჭინკა ერთხელ ეძახის და სამჯერ დაძახებული მეგობრის იქნება? ეს ადგილი დაზუსტებას მოითხოვს. ალბათ, საინტერესო ამბებს ყვებით, მე მხოლოდ ეს ფრაგმენტი წავიკითხე. რამდენიმე შენიშვნა მაქვს: 1. „სექტემბერი თუ ოქტომბერი იყო, პერიოდი, რომელიც ჭინკების სათარეშოდ ითვლება“ და „ზამთარი იყო , ძალიან ციოდა , (სხვათაშორის ჭინკები მარტო ზამთარში არიან) “ – ეს ორი წინადადება ეწინააღმდეგება ერთმანეთს. 2. რატომ „გადახტომილა ურმიდან“ და არა „გადამხტარა ურმიდან“? თან ურმიდან რატომ გადახტებოდა, თუ შავი ულაყით იყო? 3. „ამომიტივტივდა ჩვენი სოფლის მკითხავის, ლაურას ნათქვამი, რომ როდესაც სახლში ეზოდან გეძახიან, სამი დაძახების მერე გადიო , რადგან შეიძლება შენი მეგობრის ხმით ჭინკა გეძახდეს ,როდესაც გადაიხედავ გადაგაგდებსო.“ – რაღატომ უნდა გავიდეს, თუკი გადააგდებს? თუ ერთ დაძახებაზე არ უნდა გავიდეს და სამს დაელოდოს? ჭინკა ერთხელ ეძახის და სამჯერ დაძახებული მეგობრის იქნება? ეს ადგილი დაზუსტებას მოითხოვს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|