დღესაც სახლის დასანგრევად მივდივართ? -დიახ, ბატონო. ძლივს ვიღაცამ გაბედა საკუთარი ხის სახლის დაშლა, ჩვენ კი მზად უნდა ვიყოთ.
ყოველ კვირას, ეს შეძახილი იყო ერთადერთი, რაც აკაკის სამსახურში გამაყრუებლად ესმოდა. ერთი საამქრო, მტვერი, 10 მუშა, გინება, ლანძღვა, ალიაქოთი, დაღლა. როგორც ჩვენი მეგობარი, ბ-ნ ოტია იტყოდა, ქვეყანას ისევე სჭირდება მეფე, როგორც მეჩექმე, ყველამ კი თავისი საქმე უნდა აკეთოს, ეს რომ სიღრმისეულად გათავისებული ჰქონდა აკაკის,უდიდეს უკმაყოფილებას გამოთქვამდა საკუთარ თავთან, მეტიც, ის არასრულფასოვნების განცდამ ნელ-ნელა შთანთქა და ახლა, არაფრით გამოირჩეოდა იმ ცხრა დანარჩენისგან. -ხელი მოაწერეთ ყველამ, განრიგი არ დამირღვიოთ, დაიყვირა მელოტმა უფროსმა, რომელსაც სიცხისგან პრიალა თავი გლობუსს მიუგავდა. -წამოიღეთ ყველა საჭირო ხელსაწყო და აბრძანდით ბორტზე. ჩვენ ე.წ “ გრუზავიკისკენ” ავიღეთ გეზი,ავყარეთ ხელსაწყოები, ლომი, ურო, ბენზოხერხი დიდი სიფრთიხლით დავდევით, ერთი ახტომა და შეგვეძლო უკვე ჩვენი უფროსისთვის ზემოდან გვეყურებინა, რა დროსაც მან ისევ ხმა აიმაღლა: შეხედეთ, ამას, ამ უმაქნისს შეხედეთ, რათ გინდა ბიჭო ეს? -მე, ვიფიქრე,-აღმოხდა ირაკლის. -არ უნდა მაგას ფიქრი. ლურსმანი და ეს ამხელა წყლის მილი რა ჭირად გვინდა რომ მოათრევ, ჰა. დასანგრევად მივდივართ, ასაშენებლად და ყვავილების მოსარწყავად კი არა, დურაკ! -კარგით, ბატონო, ლურსმნების ყუთს დავტოვებ ახლავე და მილს რაც შეეხება, ეს თუ გრძელია, იქ მოკლეც დევს და იმას წამოვიღებთ. -შენ სულ ჭკუიდან გინდა გადამიყვანო?!ტი ჩტო,ბარან?ბლიადი! ასე იყო თუ ისე, დავიძარით. ირაკლი სულაც არ გახლდათ შეშლილი, ან ჭკუასუსტი, უბრალოდ ყველა უფროსი იდიოტი ეგონა და ბევრჯერ გადარჩენილა სამსახურიდან გაგდებას, მოიცა რა, სადმე არ დაგვეკარგოს ეგ სამსახური-პასუხობდა ის.
ჩვენი მძღოლი, რომელსაც ხანდახან ავიწყდებოდა, რომ საბჭოთა კავშირის დროინელ მანქანას ატარებდა,მანქანებს ისე ჩაუქროლებდა, სიამაყის განცდაც ეუფლებოდა, დაასიგნალებდა, შეხედეთ, რა ვქენიო. აგვისტოს მზე ერთნაირად გვიჭერდა ათივეს თავში, აქ ყველანი თანასწორები ვიყავით და არავინ იყო უფრო თანასწორი. მხოლოდ სამი ადამიანი, იმით იყო ჩვენზე დიდი რომ სულაც არ აწუხედბა ის , რომ 40^-ში მთელი დღე უნდა მდგარიყო და ვიღაცის სახლი ენგრია, ( რაც ოტიამ თქვა, იმას ვგულისმობ,მკითხველო)არც იმას ფიქრობდნენ,საერთოდ სახლი რატომ ინგრეოდა და არც დიასახლ-მამასახლისის ტკივილებს შეუწუხებიათ.
ნელ-ნელა და აქა-იქ გოგის სიჩქარის დემონსტრირების ფონზე, ქალაქსაც გავცდით. უკან მოვიტოვეთ დიდი კორპუსები, ხიდები, ტროტუარები და ასე სოფლის ნაწილი გავხდით. ცხელი ჰაერი საგრძნობლად შეცვალა მაღალმა მთიანმა ადგილმა და ოფლის ღვრითა და პაპანაქებაში გავლილი გზის სიმწარე თანდათან მიგვავიწყდა კიდეც, მაგრამ მთავარი ხომ ჯერ წინ გვქონდა ყველას, ადექი და ანგრიე, შენი მოვალეობაც ნგრევაა, როცა არაფერი შეგიძლია სხვა, ანგრიე, ორიოდ გროშსაც ამისთვის გიგდებენ.
ყველანი ერთბაშად გადმოვხტით გახურებული და დაჟანგებული მანქანის ბორტიდან. გადმოვათრიეთ რაც ჩვენს ხელთ იყო, მთავარია მეთაური წინ მიგვიძღოდა საკვოიაჟით, რომელშიც ფურცლების წყობა და ერთი საწერ კალამი ედო.
არცერთი ჩვენგანისთვის იყო უცხო, მიმდგარიყავი სხვის სახლს, ოდესღაც წვალებ-სვენებით ნაშრომი მტვრად რომ გექცია. მაგრამ როგროც მე , ბოლოდან პირველი, ამ ეზოში შესვლისას ისეთი გემო, სურნელი და სასახლე დავინახე, შემრცხვა იმ ადამიანის, ვინაც ეს სახლი , ( სახლს იმიტომაც ვამბობ , რომ სახლი სახლია, ნანგრევია, ფიცარი ობლად აქვს შერჩენილი თუ მხოლოდ ატმის ხე ჰყვავის, სახლია, რომელსაც პატრონი ემსგავსება)ჩვენი ზემოთ ხსენებული უფროსისთვის რომ გაიმეტა,გაუჭირდა ფინანსურად ,ამ დღემდე ვერ გაუსაძლის და ვერ შეგუებულ დედამიწაზე.
არცერთი ჩვენგანის გადმოსვლა არ ჰგავდა ,1873 წელს ტუპინამბარად ბავშვების მდინარეში გაქცევას, თუმცა ეს ხომ მხოლოდ ესკიზი იყო მათთვის, ანუ არაფერი სასიხარულო ჩვენში, მე გადმოვიტანე “ლომი”, რომლის აწევა ალბათ ბევრს უცდია და გადაწონილა, სხვებმა დარჩენილი. მსხლის სუნი,მწვანებალახა, პირღიად დარჩენლი ჭა,ეზოში სამიოდე ბავშვი, რომლებიც ბურთს კენწლავენ და ერთი ორივეს იმას უმტკიცებს, რომ ამ სახლში უფრო მეტად გაიყვავილებს, ვიდრე სხვაგან, სხვის ეზოში.სახლი... რომელიც უნდა დაანგრიო, ვის უნდა დუნგრიო, საკუთარ თავს, იმისთვის ,რომ ორიოდ გროში აიღო? ეს არის სიყვარულით აშენებული? ამას ვერაფერი დაანგრევს? სანამ ამას გავუძახი საკუთარ თავს , დანარჩენები ემზადებიან, ვინ ხელთათმას იცმევს ხელებზე, ვინ უროს იკავებს, ერთი კი ჩრდილს ეძებს, რომ მოიკალათოს, თავისი საკვოიაჟი ფეხებთან დაიდოს და ფიცრების სიგრძე, სიგანე ბოლოს დაითვალოს.
სახლის უკანა მხრიდან, აქამდე ჩვენთვის შეუმჩნეველი სამი პირობნება იხედება, რომლებიც დახეულ პერანგებში,მსგავსივე შარვლებით დგანად და ერთს დიდი ურო უჭირავს.ჩვენი უფროსი მახვილ თვალს, არაფერი რომ არ გამოეპარება, წამოდგა. -დღე მშვიდობის თქვენ,პაპანაქების მინდოდა მეთქვა, რას აკეთებთ? -რას ბატონო ჩემო და, დილიდანვე ვეჭიდებით ამ სახლს და ვერაფერი ვუყავით. კი ვიცოდით რომ მოხვიდოდით, მაგრამ... -საქმეს წინ გვიგხებიდით? ოჰ, დაგენგრიათ ბარემ, ხომ არ წამოვდგებოდი ახლა, მაგრამ თქვენ არ ჩანხართ საქმე რომ იცოდეთ ისეთები, თქვენ უფრო ააგებთ სახლს, ბატონო. -დიდი სახლია, საფუძველი მყარად აქვს, თორემ დანგრევას რა უნდა. კარი ხელი, უფრო სწორედ ურო და აფსუსს. იყო? არ არის!
გამოეცალეთ აქაურობას, არა ისე, დიდი მადლობა, რომ რაღაც დაგვახვედრეთ, უდიდესსაც ვიტყოდით, სულ ბოლომდე რომ დაგენგრიათ, მაგრამ გვაცალეთ ახლა ჩვენ, სანამ აქ ვინმე არ მომკვდარა, თორემ ხომ ხედავთ, თქვენი მეგობარი იქით ეჭიდება სახლის იმ ერთ კუთხეს, საითკენაც მისი მეგობარი დგას და თან ჭაა. არა, მისი არაფერი ბრალი არაა, მეგობარო, მაგრამ ის რატომ დგას იქ? ჭაში რომ ჩავარდეს? ჰე , უფროსო, მილი,მილი. რად დამატოვებინე იქ?! -თქვა ირაკლიმ,ურო მაღლა, ზეციკსენ ასწია და სახლის კიბეები ერთი დარტყმით ჩამოანგრია.
მე იატაკიდან ლურსმნების აძრობას შევეჭიდე, სხვები უზარმაზარ მუხის მასალას ეჭიდებოდნენ.ასეთ დროს , ჩემი ყურადღება კუთხეებში გადადიოდა, სადაც შეიძლება დამალული ყოფილიყო საიდუმლო წერილი, ან, ამ მამასახლის სიყვარულის ამბავი, ან ღმერთმა უწყის, მონეტები, ამის წინ, ერთ სახლში, ეკატერინეს დროინდელი მონეტები აღმოვაჩინე. არქეოლოგიც ვარ. სახლს სახურავი აქა-იქ შემორჩა, მზე კი ისევ აქაა, როგორც ჩვენში, ისე ამ სასწრაფოდ დასანგრევ სახლში,რამდენი საერთოა... ვანგრევთ. მოგვწყურდა, სიგარეტი უნდა ვაგემოთ სხეულს,ყველამ დავყარეთ იარაღები და ჩრილისკენ ავიღეთ გეზი.ჩვენი უფროსი, რომელიც მუშაობის პროცესში არც დაგვინახავს, დაგვხვდა ლავაშით, კიტრით, მარილით. ( ენა ჰქონდა მყრალი, თორემ შიმშილით ვისღა მოკლავდა) ბავშვები ბურთს ისევ თამაშობენ მხიარულად, თან გვიყურებენ, ჩვენ კი ისევ, ჩვენი ოფლიანი სხეულით კიტრს ვუხრაშუნებთ. -ღვინო რომ იყოს, უფ, სულ დქცეულები ყოფილან, თორემ, გადმოიტანოს მამასახლისმა ერთი ბოთლი, სახლს რომ ანგრევს, ფულს ღებულობს, არაფერი არ გამოვა კაცთაგან.-თქვა ჩვენმა უფროსმა და კიტრი ისე ჩაკბიჩა, კიტრის ნორჩი კაკლები ტუჩებიდან გადმოუცვივდა.
გზიდან მოდის კაცი, სუსტი და გალეული, რაღაცას მოათრევს ძლივს. როგორაც სახლს უახლოვდება, მით უფრო უმძიმს ნაბიჯების გადადგმა,ბავშვებიც ჩერდებიან და ბურთიც ხის ძირიდან ბავშვებს უყურებს. -დღის სალამი თქვენ, -დებს ღვინის ბოცას და ხელაწეული გადის.
ჩამოვასხით. დავლიეთ. კაცზე ვიფიქრეთ და საქმეს შევუდექით.სახურავი ახდილია, მზეც გადაიხარა და დიდი საქმე მოლეული გვაქვს.შევჩერდეთ, მესმის ხმა, რა კარგი ღვინოა, დავლიოთ და თუ გინდა მეორე სახლიც მივაყოლოთ ზედვე, თქვა იმ სამთაგან ერთ-ერთმა, ცუდი ღვინო ვის გაუგია, ამ არის, ან არა- თქვა საბამ, რონელსაც მთელი დღე ხმა არ ამოუღია.
-ამ სიცხეში ღვინო კი არა... ირაკლი, რას აკეთებ მანდ, რას ეძებ შენ? -ნახე ეს, მითხრა ირაკლიმ და ხელში სარკეში ჩასმული ქალის ძველი სურათი დამაკავა. -წარწერა აქვს უკან, ვკითხულობ. “ჩემო საყვარელო,შენ ახლა ომში ხარ და მე მის მერე ხესავით ვდგავარ, მე და ეს სახლი შემოვრჩით, სახლში სხვისი ბავშვები, სახლებს კი გეოგრაფია არ აქვთ. ჩვენს სახლში, საყვარელო, ჩაკეტილი საგნები ვართ ორივე. თუ კი, ახლა ვიღაც დგას მომლოდინე ხეების მსგავსად,ჩვენს ეზოში შეწყდეს ნგრევა.აქ ლურსმნები არ იჟანგება. სახლი მაინც სახლია, თუ გინდ ქარმა აწიოს ცა. “
ირაკლი გარბოდა, მე კი მის გასწრებას ვცდილობდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძველი სახლები,თვითეული იქ მცხოვრების ისტორიას ინახავს. რროგორი საინტერესო წარწერა აქვს სურათს. ძველი სახლები,თვითეული იქ მცხოვრების ისტორიას ინახავს. რროგორი საინტერესო წარწერა აქვს სურათს.
8. რომელიც ბრაზილიის კუნძულია, იმ წელს იქაურმა ბავშვებმა შეთქმულებით გადაცურეს მდინარე და ამით ცამდე კი არა, სარტყელამდე იყვნენ გახარებულნი. რომელიც ბრაზილიის კუნძულია, იმ წელს იქაურმა ბავშვებმა შეთქმულებით გადაცურეს მდინარე და ამით ცამდე კი არა, სარტყელამდე იყვნენ გახარებულნი.
7. ჯონათან, იმ წელს,(1873) ტუპინამბარადქნ ჯონათან, იმ წელს,(1873) ტუპინამბარადქნ
6. "1873 წელს ტუპინამბარად ბავშვების მდინარეში გაქცევას, "- ეს რას ნიშნავს ?
გავს , რაღაცას.
"1873 წელს ტუპინამბარად ბავშვების მდინარეში გაქცევას, "- ეს რას ნიშნავს ?
გავს , რაღაცას.
5. მადლობა უდიდესი-ნათია. რედაქტორი მე ხომ არ ვარ) მადლობა უდიდესი-ნათია. რედაქტორი მე ხომ არ ვარ)
4. უიჰ. ამას კარგი რედაქტორი რა კარგ მოთხრობად დააყენებდა!
მასალაა ისეთი- იცოცხლე-თქვა.
ერთადერთს ვიტყვი, ხშირად მითქვამს ეს ჩემი აზრი და გავიმეორებ თქვენის ნებართვით : ხანდახან ზედმეტი სიტყვა ან ფრაზა იმდენსავე აშავებს, რამდენსაც სიტყვის დაკლება. უმოოოოორჩილესად გთხოვთ, გადახედეთ მაგ თვალით და გნებავთ მაგ ყურით თქვენს ნაწერს. დაიწმინდება და სულ ანკარა გამოვა. უიჰ. ამას კარგი რედაქტორი რა კარგ მოთხრობად დააყენებდა!
მასალაა ისეთი- იცოცხლე-თქვა.
ერთადერთს ვიტყვი, ხშირად მითქვამს ეს ჩემი აზრი და გავიმეორებ თქვენის ნებართვით : ხანდახან ზედმეტი სიტყვა ან ფრაზა იმდენსავე აშავებს, რამდენსაც სიტყვის დაკლება. უმოოოოორჩილესად გთხოვთ, გადახედეთ მაგ თვალით და გნებავთ მაგ ყურით თქვენს ნაწერს. დაიწმინდება და სულ ანკარა გამოვა.
3. საინტერესო რაღაცეებს ინახავენ ძველი სახლები და კარგია, როცა მერე საინტერესოდ ყვება ვინმე ამ საინტერესო ამბებს :) საინტერესო რაღაცეებს ინახავენ ძველი სახლები და კარგია, როცა მერე საინტერესოდ ყვება ვინმე ამ საინტერესო ამბებს :)
2. ძალიან კარგია, იშვიათად რომ კითხულობენ , გავს ეს რაღაცას და ზუსტად იქ მივდივარ... ჯდომა კი არა, კუთხეში ვდგავარ.. ძალიან კარგია, იშვიათად რომ კითხულობენ , გავს ეს რაღაცას და ზუსტად იქ მივდივარ... ჯდომა კი არა, კუთხეში ვდგავარ..
1. ქარჩავა, დაჯექი ხუთიანი) ქარჩავა, დაჯექი ხუთიანი)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|