ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2019


„ მსურდა შენი ხელებით დამხუჭოდა თვალები“


ვინც რომ წავიდა,
მისი ცხოვრება იყო წამი და
ცრემლი, რომელიც სდის წამწამიდან



„მსურდა შენი ხელებით დამხუჭოდა თვალები“


– არა კტება?
– კვდება და არ კვდება!
– ვისღა ელის?
– რავი, აბა?! ყველა აქა ვართ.
– ???
– „თეკლა მამიყვათო“. ჰოდა, შევუთვალეთ.

    ამ დროს ორღობეში თეკლაც გამოჩნდა.  მტკივან ფეხს საცოდავად მოათრევდა.
მიეგებნენ, კიბეზე აიყვანეს და ავადმყოფთან შეაცილეს.
      – მარტო დაგვტოვეთო. – ანიშნათ მომაკვდავმა.
დიდხანს იჩურჩულეს. დასევდიანებული გამოვიდა თეკლა და სახლისკენ წაკოჭლავდა.

    მეორე დღესვე მობრუნდა, თან მოხუცი მოიყვანა, მინდვრის ყვავილებს რომ მორცხვად მალავდა ზურგსუკან.
თავი დაუკრეს დამხვდურებს, ხმა არ ამოუღიათ. მოხუცი ოთახში შევიდა, თეკლამ კი კარი მიხურა და იქვე ჩამოჯდა.

კაცმა მწოლიარეს პაწია თაიგული გაუწოდა. ხელზე შეეხო.
ქალმა სიხარულით გამოართვა, ხარბად შეისუნთქა მინდვრის სურნელი და ყვავილები გულზე დაიწყო.

– არ გამამყეი, არა? – უსაყვედურა კაცმა.
– გამათხუეს.
– არც ეგეი იყო. იპრანჭებოი.
– გიყვარ...ვარ?
– მა არადა?
– მაკოცეი.
კაცი დაიხარა და აკოცა.
– სულზე მამისწარ, – თქვა ქალმა, თვითონაც აკოცა, შვებით ამოისუნთქა და სულიც ამოაყოლა. ობოლი ცრემლი აუკიაფდა თვალის უპეში.

კაცმა კურცხალი მოიწმინდა, მიეფერა, ცრემლი შეუმშრალა, აკოცა და  თვალები დაუხუჭა. ...
                               


ავტორი: მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2014 წლის 18 მაისს


ეს მოთხრობა 2015 წელს მონაწილეობდა რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურში. მოეწონა ჟურნალ ანეულის რედკოლეგიას და 2016 წელს ამავე ლიტერატურული ჟურნალის მეორე ნომერში დაიბეჭდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს