ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2019


ქრისტესსისხლა

ქრისტესსისხლა

რაც მაცხოვრის
წმინდა სისხლმა
ცოდვებისგან
გამოგვიხსნა
და  ქართველმა
მისხალ–მისხალ
მისი მსხვერპლი
შეისისხლა,
ყოველ ზაფხულს,
დილით სისხამ
იღვიძებს და
კვირტებს ისხამს,
თან გვახსენებს–
ვინ დაგვიხსნა
ცოდვებისგან–
ქრისტესსისხლა.



მზია თვალაბეიშვილი

ქრისტესსისხლა (ქრისტესისხლა) – ყვავილოვანი მცენარე ნარინჯისფერი წვენით.

დაიწერა 2016 წლის 18 აპრილს

ეს ლექსი პირველად დაიბეჭდა 2017 წლის ქრისტიანული პოეზიის მე–7 ფესტივალ „წმინდა ნინოს ჯვრის“ საფინალო კრებულში. შემდეგ კი იმავე წელს ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილის“ ფინალისტთა ნაწარმოებების სამი წლის შემაჯამებელ კრებულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს