ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2020


„მადონა ჩვილით“

სხვა გზა არ იყო, სადმე უნდა წავსულიყავი,
წამოსვლის წინ კი ჩემმა ქმარმა დამხატა შვილით,
მხატავდა ცრემლით, სიცილით და უზომო სევდით,
ნახატს დაარქვა „თბილისელი მადონა ჩვილით“.

მე წამოვიღე ეს ნახატი და სულ თან დამაქვს,
გამახსენდება განშორებას რა სევდა ახლდა,
თვალსა და ხელს შუა დრო გამიქრა, ქმარი აღარ მყავს, 
შვილი უჩემოდ გაიზარდა, ვეღარ მცნობს ახლა.

მე, საცოდავი, დავტრიალებ ამ ბედკრულ  ნახატს,
შევყურებ, ვჯდები „მადონას“ წინ ხელებით ისე,
თითქოსდა ჩემთან ,თბილისში ვარ, იქ, ჩემს ბინაში,
და ამ მკლავებში ჩემი ბიჭი მიჭირავს ისევ ....




მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2016 წლის 15 მაისს


2017 წლის ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილი 2017“–ის საფინალო ლექსი, ამ წელს მე პოეზიაშიც(„მადონა ჩვილით“) და პროზაშიც(„გარდაბრუნება“) ფინალისტი ვიყავი. გამოიცა სამი წლის შემაჯამებელი კრებული. კრებულში ჩემი  ნახატებიც შევიდა – ფარშევანგი და მზესუმზირები.
სამწუხაროდ, ამ ლექსის კონკურსზე გაგზავნისას შემეშალა და ორი–სამი ვარიანტიდან ყველაზე სუსტი გამიგზავნია. ეს ცდომილება სულ ბოლოს აღმოვაჩინე, როდესაც კონკურსის გვერდზე ფინალისტების ნაწარმოებები გამოქვეყნდა და კრებულიც უკვე დაბეჭდილი იყო. რაღას ვიზამდი? აქ მომეცა გამოსწორების საშუალება..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები