ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2019


...

გზა მრუდდება
შენ იცი რომ დაბრუნება არ შემიძლია
ბედის ამბებია
ყოველთვის ცდილობს რომ მიკბინოს
ჰორიზონტი იშლება და მე ვფიქრობ
როგორ გითხრა რომ წარმოდგენა დასრულდა.
ყველაფერი კარგი იყო,
მეორედაც შევცდებოდი
ვეცდებოდი მყვარებოდა ის
რისი შეყვარებაც ვერ მოვახერხე
ჩემთან ცეკვა გსურს?
შეიძლება ფეხზე დაგაბიჯო.
მხოლოდ იმიტომ არ ვხედავ სიზმრებს
რომ ვიძინებ.
მხოლოდ იმიტომ არ ვიღვიძებ რომ
მზე ამოდის,
და მაინც, ვერ იტევს
შენს ნახევარს ჩემი გული.
იქნებ პასუხი იმაშია
რომ არ იკითხო რატომ.
დაიკარგო ადგილებში,
სადაც წყურვილის გარეშე სვამენ.
ვიცეკვებდი შენთან მაგრამ,
ერთი ფეხით ყრუ ვარ
და არასოდეს გავიღვიძებ მხოლოდ იმიტომ რომ
მზე ამოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს