ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 თებერვალი, 2019


ქართული ლიტერატურის ,,უგზავნილო ამანათების” გამო

ქართულ ლიტერატურის “უგზავნილო ამანათების” გამო
- -

  ამბობენ, ერთხელ ჰაინეს ერთი ამანათი მიუვიდა, თვალწარმტაცად შეფუთული, ბაფთებით შეკრული.
ხსნა, ხსნა და ბოლოს ფარატინა ფურცელი შერჩა ორსიტყვიანი ტექსტით:
  ,,კარგად ვარ”.
  გამოხდა ხანი. ერთ დღესაც იმ მეგობარს კართან ასევე ლამაზად  შეფუთული ვეებერთელა ამანათი დახვდა. ორი კაცის დახმარებით ძლივს დაძრა, რომ კარი გაეღო და შინ შეეტანა.
ხსნა, ხსნა და აღმოჩნდა უზარმაზარი ქვა  ჰაინეს წარწერით:
“აი, ამხელა ლოდი მომეხსნა გულიდან, რომ გავიგე, კარგად ყოფილხარ”.

ეს ამბავი მაგონდება, როცა ქართული გამოკვლევებისა თუ კრიტიკული წერილების ერთ ნაწილს ვეცნობი.
ადრესატი ხარ, მკითხველი ხარ, კითხულობ: ხსნი, ხსნი თვალწარმტაც შეფუთვას  და შიგ ის ორი სიტყვაც სანატრელია.

  ქართული კრიტიკის გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ჩვენს კრიტიკოსებს ტექსტთან უშუალოდ შეხებისა - მისი კონკრეტული განსჯისა ეშინიათ,  ამიტომ ირგვლივ უვლიან და ზოგად აზრებს იმეორებენ. (იმ ცნობილ ციტატას არ ვწერ, შეუმოწმებლად რამე რომ არ შემეშალოს).
    მართლაც ასე არ არის? -შემოხაზავენ ვეებერთელა კონტექსტს, ააგებენ სინქრონულ- დიაქრონულ ღერძებს და მთავარი სათქმელი, განსჯის საგანი ამასობაში ,,სახლში დარჩებათ” ხოლმე.
  ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.
    ადრე სხვათა ომში ეგრევე, თავით გადავეშვებოდი...
    კაცმა რომ თქვას, “ჩემი” ომი არცა მქონია.
    ეჰ, სიბერევ, სიბერევ!
    ენა და ხელები რომ გექავება, ლუკმა თუ ყლუპი რომ ხელისგაწვდენაზეა და გატოკება გეზარება!
...
ვისზე და რაზე ვწერ?
გამგები - გაიგებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები