ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2019


* * *



სხეულში უმიზნოდ ვბორიალობ,
ქარს მოაქვს ქვითინი  როიალის,
სიცოცხლეს სჩვევია გაკერპება,
გაცრეცილ ფიქრებთან ლოლიავი.
გარეთ წვიმს,  წვიმა კი  მშიერ ბავშვებს
ქაღალდის ნავებით ათამაშებს,
ვერ ბედავს მზე მათთან მიტოლებას,
გაწვდილი ხელები იტბორება.
ცოტაც და მისწვდება  ცას ღრიალი
-ფრთები ვერ შეუსხამთ იმათ რაშებს,
მამა ზის სარდაფში ნაღვლიანი,
თავს ეკლის შოლტებით იმათრახებს.
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები