ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 თებერვალი, 2019


სიყვარული

არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენს დროში სიტყვა - საყვარელო ძლიერ გაუფასურდა, რაც რა თქმა უნდა სამწუხარო ამბავია. დღეს სიტყვა საყვარელო-ს სიტყვა - ადამიანო თუ არ დაამატე, ვინმეს ამა თუ იმ ადამიანის „საყვარელი“ ეგონები.

სხვისი არ ვიცი და პირადად ჩემთვის სიყვარული წმინდა გრძნობაა. არასდროს გამიხდია ქალი გართობის საგნად, ყოველთვის კდემამოსილ ქალბატონებს ვეტრფოდი. ქალის კდემა ჩემთვის წმინდათა წმინდაა, მას ყოველთვის მოწიწებით ვეამბორები ხელსა თუ ბაგეზე.

ერიხ მარია რემარკის არ იყოს: „ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა“.

ადამიანმა სიყვარულის ფასი თუ არ იცის, ფუჭია მისი ცხოვრება.

პატივისცემით - ოთარ რურუა

........................................................

სიყვარულს მაინც ვუმღერებ

ცოლი არა მყავს... არც შვილი,
ისევ მარტო ვსვამ ხვანჭკარას,
ჩემს მარტოობას არ ვჩივი,
იასამანიც დამჭკნარა.

ვკითხულობ ომარ ხაიამს,
ცრემლით სველდება თვალები,
მირჩევნის მის რობაიებს
,,ღვინო, დუდუკი, ქალები“.

მერი, მედეა, ნათია,
ლილე, შორენა, თამარი,
ყველა იმისთვის ანთია,
ქვეყნად რაც არის მთავარი.

სულ რომ მიყვარდეს, - ის მინდა,
გული მაქვს მართლა ალალი,
ანდამატივით მიზიდავს
დღემდე ლამაზის დალალი.

მინდა წავიდე წინ მხოლოდ,
მისხალს შევმატო მისხალი,
ჩემთან რომ უნდა იცხოვროს,
ჯერ კიდევ არ ჩანს ის ქალი.

ვარ ჯერჯერობით უცოლო,
დარდებს გავატან ყვირილას,
სიყვარულს მაინც ვუმღერებ,
თუნდაც დამიჭკნეს გვირილაც.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები