ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2019


N26 (4)

-ღმერთმა ქნას, ვიმედოვნოთ, რომ ეს ასეც იქნება,რაც ჩვენია მას მივიღებთ კიდეც,(მიუხედავდ იმისა, რომ ბევრ ერს, ჯერ კიდევ ჩვ.წ. ან მის მერე, არ მიუღია ის, რაც ერთი ხელის მოსმით დაუკარგავს, ან თუ არსებობა გაუგრძელებია, სახეშეცვლილად მოგვევლინენ მომავალში. მაგ:სიამი, სიკიმი,აგერ , ტიბეტი ,-ბატონო და ვინ მოთვლის) მაგრამ ძალიან მარტივია ყველაფერი,რომ ღმერთს მივანდოთ,დავსხდეთ,ირგვლივ ქვები შემოვიწყოთ და ველოდოთ. ვიმეორებთ და ვაბრუნებთ ამ სიტყვებს, ხშირად ისიც კი არ ვიცით, რომელ ღმერთთან, ვართ ასე, ვარაუდებით.ერთხელაც აუცრუვდება გული და იმასაც დავკარგავთ,ნებით ან ძალით, რასაც ისედაც ძლივსღა მივათრევთ.რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს მხოლოდ ერთი რამეა, მე დაბრუნებას ვერასდორს მოვესწრები, მაგრამ საკუთარ თავს ვინღა ჩივის, მზად ვარ, გულზე ხელი გადავიჯვარედინო,თავთან სანთელი ჩემი ხელითვე ავინთო და ჩემი ხელითვე ავაციმციმო,ჩემს ამ ვიწრო ოთახში, ოღონდ ნუ იქნება დამწვარ-დანგრეული სახლები, ნუ შეეშინდებათ იქაურ დედებს, შვილის საქანელაზე მარტო დატოვების, ორმოცსს მაინც მომასწო იქ, ორმოცს თუ არა, წლისთავი მაინც-თქვა შალვამ,სიგარეტი აკანკალებული ხელით ტუჩთან მიიტანა, თითქოსდა პარკინსონი ახლა,ამ წუთას შეეჩვია მის გამხდარ ხელებს, -და მაინც, ჩემი დაბრუნება სხვა ფორმით იქნება.
-რა ფორმით,რას გულსიხმობ?
-ყვავილებით ბაბუა...მაშინ ვიქნები თავისუფალი.
-მოგცლიათ, რა დროს თქვენი წასვლაა იმ ქვეყნად,მე კი,კინაღამ დავიჯერე რიტუალის,ოღონდ თქვენი სიკვდილის ხარჯზე არა, ცხადია, თუმცა არც სიკვდილია საშიში,ის ხომ ადამიანთან ყველაზე ახლოს არის,ყოველ წუთს.ალბათ სიცოცხლეზე მეტადაც, ეს ძვირად ღირებული სიცოცხლე, შეუძლია თვალის გახელა და მიწად გიქციოს.-თქვა მათემ დაა შალვას მოუკიდებელი სიგარეტისკენ,ანთებული ასანთი გაიწვდინა.
-ასეა, ეს რა საშიშია.სწორად თუ გიცხოვრია, ეს არ უნდა გაშინებდეს.ცხოვრება სწორედ მისთვის მომზადებაა.არ უნდა იცხოვრო ისე,თითქოს არასოდეს მოკვდებოდე.სინდისი არ ასვენებს ადამიანს, რომელიც თავისუფლების შეზღუდვას წააგავს.როგორი იქნებოდა ჩვენი ქალაქი, სოფლები, დედამიწა, ერთ კვირაში ყველანი რომ ვმიცვალებულდებოდეთ? მაშინ მივხედავდით საკუთარ სულს და დღეს ქუჩაში მხოლოდ სულით გასვლა ხომ ძალიან ძნელია.მეც მაქვს ცოდვები,მარგამ რა არის თუ იცი?შენ ყველაფერი იცი ჩემს ცოდვებზე.-პაუზა ენის წვერზე.-
ღმერთის არსებობაზე არ არის საუბარი, ან არარსებობაზე, მაგრამ რწმენა ხომ სხვაა.მთლად ურწმუნო კაციც არამგონია დაიარებოდეს მიწაზე. მე კაცი არ მომიკლავს.ზუსტად ის ცოდვები მაქვს რაც შენ.მოხუცი ვარ,შენ ახალგაზრდა,მაგრამ ეს საერთო არის ჩვენში.რაც შენ შეგიცოდავს, მე მეტი სიხშირით. ამას ჰქვია უპირატესობა...ადამიანის ბუნება ხომ ძირში ერთი ფესვიდან მოდის?ჩვენ კომუნისტური რეჟიმი გამოვიარეთ,გვიშლიდნენ ბევრ რამეს,ეკლესიებს ანგრევდნენ.მაშინ არც ვიყავი ღმერთის დიდი მორწმუნე,რადგან არაფერი ვიცოდი რელიგიის.განა ახლა რა ვიცი, მაგრამ იმასთან შედარებით,საკუთარი ნახევრად მელოტი და თეთრი თავი 12 ტომი მგონია.ომის შემდეგ გონება გამინათდა, რაც უხილავი იყო, ხილული გახდა, რაღაცეები მიმავიწყდა კიდევაც. აგერ, ამ სახლს,თუ,კი ამასაც სახლი ჰქვია, რომ შევკედლებივარ, საქმეს რომ ძირამდე დავიყვან, წისქვილს გავასუფთავებ,აკვარიუმს წყალს გამოვუცვლი,აგერ, ამ წიგნებს თავს შევაქცევ მერამდენედ და მერე  ფანჯარასთან ჩამოვჯდები, ვფიქრობ, ვიხსენებ, ვწვალობ , ასე მგონია დიდ საქმეს ვაკეთებ.ცრემლიც მომერევა, არა, ცრემლი კი არ გვერევა, საჭირო დროს მოდის, ხანაც წვეთია, ხანაც ნიაღვარი, ეეჰ, რომელი ერთი გაკლია ჩემო თავო და ცაო?
უნდა გასცე და არაფერს ელოდო მისგან.გაეცი და ცხოვრება გააგრძელე. აი , თუნდაც,მათხოვრები რომ არიან,რამდენჯერ ჩაგვივლია გვერდი,ისე რომ არ დავხმარებივართ,მაშინ როდესაც ეს შეგვეძლო.მათ არ სტკივათ?ისინი არ ფიქრობენ?მეც სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი ომის შემდეგ.გიფიქრია როგორ არიან და სად სძინავთ?იცი რაზე ოცნებობენ მაწანწალები?ახალგაზრდა უსახლ-კარო გოგო ბიჭები.ჩვენ ომის შემდეგ აქ მაინც შევაფარეთ თავი.რა დააშავეს იმათმა, ვისაც ომი არ უგვრძნია და დაბადებიდანვე გარეთ შიმშილობს. შეიძლება ყველაფრის პასუხი მოიძიო კაცმა, თქვა რო ეს ცხოვრების გარდაუვლობაა, მისცე ყველაფერს რელიგიურ-ფილოსოფიური განმარტებები, მაგრამ სანამ ცოცხალი ხარ, კმაყოფილი ვერ იქნები სულიერად.


მოხუცის ,ამ გულწრფელი სიტყვების შემდეგ,მათე იჯდა და თავის ცარიელ ჭიქას აკვირდებოდა, აქა-იქ ხელშიც დაატრიალებდა, რაღაცით დატუქსულ ბავშვს დაემსგავსა. იჯდა, ისმინა და დამძიმდა. ყველაფერი როგორი ნათელი იყო მისთვის და მაინც რამდენად მიუსვლელი, შორეული.
იგრძნო, რომ ეს მოხუცი რაღაცას ანიშნებდა,იგრძნო,რომ ზემოქმედება მოახდინა მასზე, უყურებდა მოხუცს და ბერდებოდა, თავი დამნაშავედაც იგრძნო, თითქოს არც მათე გახლდათ იმისთვის მზად,რომ გამეგო მისი ნათქვამი სიღრმისეულად. ალბათ იფიქრებ მეგობარო,რა იყო ამაში ისეთი რთული და სასტიკი,მაგრამ მისმა ნათქვამმა წამის მეასედში,ბესიკ ხარანაულის სიტყვები გაახსენა, “ჩვენ ყველანი საკუთარი ბავშვობიდან მოვდივართ”  და ხანდახან როგორია ეს ბავშვობა, ის ხომ ზოგჯერ არც არის, უბრალოდ არ არის და ამაში არაფერია აღმატებული.

ოთახში ხმა არაფრის ისმოდა,მხოლოდ პირისპირ ისხდნენ ორნი, მოხუცი, რომელიც იდაყვდარყდნობილი ფანჯარას გასცქეროდა და ახალგაზრდა მათე, რომელიც, მოხუცს შეშჩერებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები