ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: თარგმანი
11 მარტი, 2019


ვითარცა მტკვარი /მუხრან მაჭავარიანი/

Подобно Мтквари                                  Мухран Мачавариани
***
Солнце  всплывало -
Луне знак со смыслом,
Петух кукарекал,
Шёл дым коромыслом,                                               
Кто-то в рыданиях,
Кто-то в стенаниях,
A некто в голоде,                             
А некто в холоде,                               
И
Время
В топоте.

Подобно вину-
Из квеври
В ковшик-
Из ковшика
в доки-
из доки
в кубок-

Сердце грузина,
Речь грузинская,
И дух грузина,
Кровь грузинская
Перетекала 
Из мужа в мужа …

Перетекала,
Перетекала,
Перетекала-
И притекала,
И притекала,   
И притекала,
И притекала,
Подобно Мтквари …

В дороге пили,
Мутили,
Лили,
И развращали,
И продавали.

И
Несмотря на все грязные козни-
Кровь прошла через
Сердце Руствели,
Кровь прошла через
Сердце Вахтанга,
Кровь прошла через
Сердце Тамары,
Кровь прошла через
Сердце Сулхана,

И ныне -
Прошедшей Шотая кровью,                           
И ныне -
Прошедшей Вахтанга кровью,
И ныне -
Прошедшей Сулхана кровью-
По просторам Тбилиси шагают:                         
Лейла,
Лонда,
Натия,
Нани,
Элисо,
Важа,
Гиорги,
Гиви.

Да ….
Шествуют!
Шествуют!
Шествуют!
Аминь !


მთარგმნელი:  მზია თვალაბეიშვილი

ეს თარგმანი ძალიან მოეწონა მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილს – ნანა მაჭავარიანს (გამოქვეყნებული იყო მის ფბ–გვერდზე).



ვითარცა მტკვარი                    მუხრან მაჭავარიანი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო –
ქვევრიდან
ხაპში –
ხაპიდან
დოქში –
დოქიდან
ჯამში –

ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში...

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა –
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი...

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და...
მიუხედავად ამისა, მაინც –
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და...
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები