ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2019


კაიროელი

ზაფხულის ხვატია.
მზე როგორც იქნა ჩემს აივანს მოსცილდა და მეც ვზივარ იატაკზე დაფენილ ჭრელ ბალიშებზე.ეს ბალიშები კაიროდან ჩამოვიტანე,იქაური ბედნიერება ჩამოჰყვა და მიყვარს..
ვზივარ,ვეწევი და ჟასმინის ცივ ჩაის ვწრუპავ.
აივანი სავსეა ქოთნის ყვავილებით.ამდენი სხვადასხვა მცენარის სუნი ასეთ სიცხეში, ერთ ველურ,ტკბილ-მწარე არომატს აფრქვევს.
მიყვარს ჩემი სახლი.
.......
კარის ხმა ისმის.
აივანზე გამოდის.გვერდით მიჯდება.მერე თავს კალთაში მიდებს.
სიგარეტს მართმევს და ეწევა.მიყვარს ამას რომ აკეთებს.ისიც მიყვარს ერთი ჭიქით რომ ვსვამთ ყავას..ჩაის..
მისი მაისურების ჩაცმაც მიყვარს,მერე რა,რომ მკერდზე ოდნავ მიჭერს და იწელება..ამაზე არასდროს მიბრაზდება და საერთოდაც ძალიან იშვიათად ვჩხუბობთ.
-გშია?ვეკითხები
-კი
ვდგებით და სამზარეულოში გავდივართ.
მაცივრიდან სალათს ვიღებ,ცივ,ატმის კომპოტს და დესერტად მურაბიან ბლინებს.
გემრიელად ჭამს.ვზივარ და ვუყურებ.
-სამსახურიდან წამოვედი,ამბობს დაბალ ხმაზე და ისე მიყურებს,თითქოს საყვედურს ელოდება ჩემგან
-ძალიანაც კარგი,ვეუბნები და თითებს თმაში ვუცურებ,სანამ ახალს იპოვი,ჩემთვის მეტი დრო გექნება.
ეღიმება და ხელისგულზე მკოცნის.
-მოდი, დაგხატავ..ვეუბნები
-დამხატავ?არასდროს გითქვამს..
-ახლა გეუბნები
-კარგი,ამბობს და ეცინება.
ჩემი სტუდია სახლთან ახლოს არის.რამდენიმე წუთში იქ ვართ.კარს ვაღებ თუარა,საღებავების სუნი გვცემს.სახლისგან განსხვავებით აქ მუდმივად ქაოსია,ისევე როგორც ჩემს თავში.
წინსაფარს ვიკეთებ და მოლბერტს ვამზადებ.
-სად დავჯდე?მეკითხება და აქეთ-იქეთ იხედება.
-სადაც მოხერხებულად იგრძნობ თავს
კუთხეში მიდგმულ ხის ყუთს აჩოჩებს და ჯდება
..............................................................................
ერთი წლის წინ კაიროში გავემგზავრე.პლენერზე.თვითმფრინავში მოვკალათდი,ყურასასმენები გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე.რამდენიმე წუთში მოვიდა და გვერდით მომიჯდა.ცნობისმოყვარეობის გამო გავხედე.ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა.ჩემდაუნებურად გავუღიმე.მგონი არ ელოდა და და თვითონაც დაბნეულად გამიღიმა.
ისე ვიფრინეთ ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.ის ნოუთ-ბუქში რაღაცას წერდა.მე მუსიკებს ვუსმენდი და ცოტა ხანს ჩამთვლიმა კიდეც.
ჩავფრინდით თუარა,ჩანთა ავიღე და აეროპორტის გასასვლელისკენ წავედი
გასასვლელთან დამხვდა.თქვენ გელოდებოდითო.ჩანთა გამომართვა.
-თუ მომცემთ ნებას,მე მიგიყვანთ სასტუმრომდე.ჩემი მანქანა აქვე,აეროპორტის სადგომზე მყავს დატოვებული
წინააღმდეგობა არ გამიწევია,რატომღაც ვენდე და არანაირი შიშის გრძნობაც არ გამჩენია,არადა იშვიათად რომ უცნობ ადამიანს ასე თვალდახუჭული ვენდო.
სასტუმროში მიმიყვანა.ნომრამდე ამაცილა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
მერე იყო ორი ულამაზესი,ეგვიპტური კვირა.
ნოელი ჰქვია.მე ჩვენებურად ნოეს ვეძახი.
...........................................................
-რამდენ ხანს უნდა ვიყო ასე გაუნძრევლად?მეკითხება და იღიმის.როცა იღიმის ისეთი ბავშვური და თბილი უხდება თვალები,რომ ჩახუტება მინდება.
-რამდენსაც გაძლებ.გპირდები,როგორც კი დაიღლები,დაგასვენებ.
-კარგი..მოდი რამეს წავიკითხავ ხმამაღლა,მეუბნება და წიგნების თაროსკენ მიდის..-მოემის ,,თეატრი,, -არა,თვითონვე პასუხობს საკუთარ თავს და წიგნს უკან,თაროზე აბრუნებს..,,შექსპირის სონეტები,,-აი,ეს კარგია!ამბობს და კმაყოფილი თავის ადგილს უბრუნდება
........
ფირუზისფერი,თხელი პერანგი აცვია,ღილები თითქმის ბოლომდე აქვს შეხსნილი და ხორბლისფერი სხეული მოუჩანს.ფეხშიშველია და შარვლის ბოლოები აკეცილი აქვს.მუქი ყავისფერი,ტეხილი თმა კისრამდე წვდება.შავი თვალებით და თხელი კოხტად შეკრეჭილი წვერით ნამდვილი კაიროელია.
................................
,,სადა ხარ, მუზავ, ამდენი ხნით რამ დაგამუნჯა,
რატომ დასტოვე უმღერალი შენი სახატე?!
ვაი თუ, ნამდვილ ტრფიალებას იგდებ აბუჩად,
და ვინმე უღირსს გატაცებით შენც შეჰღაღადებ!..,,,,,,
......................................
თითქმის ერთი საათი გადის.არ წუწუნებს.წიგნის კითხვით დაიღალა და შეეშვა.მე მოვასწარი ჩანახატის გაკეთება.
მისი ტელეფონი რეკავს.
სტუდიიდან გადის.მე მაცივრიდან წყალს ვიღებ და ერთ ჭიქას ერთი ამოსუნთქვით ვსვამ.ამ ბოლოს წყურვილის გამძაფრებული გრძნობა მაქვს,თუმცა რა გასაკვირია,ისე ცხელა...
შემოდის,მეხუტება,მერე ორივე ხელს მკიდებს სახეზე,ტუჩებს მიბუშტავს და მკოცნის.
-კონიაში მივდივართ! ამბობს და თვალებში მიყურებს...
იცის!იცის,რომ ჩემი ბევრი წლის ოცნებაა მევლანას საფლავის ნახვა!!მთელი ხმით ვკივი,ვეხუტები,ვკოცნი...
ბავშვებივით გვიხარია..
ორ დღეში მივფრინავთ.
ჯერ სტამბოლი.მერე კონია.
სასტუმროში ღამით მივდივართ.
ხვალ ოცნებას ავიხდენ.
თუმცა მანამდე სულ სხვა,სულ სხვა,მთავარ და ყველაზე დიდ ბედნიერებაზე უნდა ვუთხრა...ჩემში რომ ცოცხლობს, უკვე ნამცეცა გული რომ უფეთქავს და აუცილებლად რომ ექნება კეიროელის შავი თვალები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები