ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2019


გაზაფხული შემოდის

ბავშვობისდროინდელი

გაზაფხულზე მაინც , ზოგჯერ,
გაყინულ გულს ვშველოდი,
კვლავ სიცივე მომეპარა
მე სიყვარულს ველოდი.
ქალაქს ლურჯი ლანდი აკრავს,
გაზაფხული შემოდის,
მან სიცივე მომიტანა,
მე კი სითბოს ველოდი.
ატამს გული გადაუხსნა,
ყვავილებით - წვერომდი,
უმადური ზამთრის მერე
გაზაფხული შემოდის.
მზემ გაათბო დედამიწა,
მზეო, როგორ გელოდი,
შენ კი სხვისკენ იჭვრიტები,
ერთხელ ჩემთან შემოდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები