ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 თებერვალი, 2019


“ფეისი” და “ფეიკი” ანუ “ვალოდიაჯინჭარაძეობა” ქართულ ლიტერატურაში

ნინო დარბაისელი

“ფეისი” და “ფეიკი”
ანუ ”ვალოდიაჯინჭარაძეობა” ქართულ ლიტერატურაში
- - - -

,რადიატორთან რომ იჯდა”...
უკვდავი ფილმის ამ უკვდავ ფრაზას წყაროს დაუსახელებლადაც ყველა იცნობს.
რამ გამახსენა?!
არის ჩვენს ლიტერატურულ- კულტურულ სივრცეში საკმაოდ ფეხმოკიდებული ხერხიც:
ვინმე, ნიჭითა და შემოქმედებითი ნაყოფით საშუალოთაგან ძნელად გამოსარჩევი  მოიფიქრებს ან პოულობს რამე მიმზიდველ პროექტს შინ თუ გარეთ; პოულობს ამ  პროექტის განხორციელების გზებსა და სახსრებსაც. ვალოდია ჯინჭარაძესავით, ირბენს, ირბენს გულამოვარდნილი, ცნობილ ხალხს,  ,,ფეისებს” დაუკავშირდება, შემოიკრებს, სადაც დასჭირდება, მათ სახელებსაც გამოიყენებს და  ამის მერე, თუ მაგალითად, საერთო კრებულის გამოცემაა ან უცხოეთში რამე ლიტ ღონისძიებაზე გამგზავრება, თავის მოგვარებულ საქმეში ჩართვაზე, ან თავისი ნაცოდვილარის შიგ შეყუჟვაზე  ვინ-ღა  რა ნამუსით ეტყვის უარს!
...ის კი არა, და მადლიერების ნიშნად, ყველა თითო სიტყვას  არ შეაწევს?
და მიზანიც მიღწეულია.
არკვიოს მერე დაბოლებულმა მკითხველმა, ვინ “ფეისია” და ვინ - “ფეიკი”.
არადა,  განსხვავება თითქოს, სულ ერთ ასოშია.

- - - -
ინგლისურის არმცოდნეთათვის:
“ფეისი” - სახე, წარმომადგენელი
“ფეიკი” (ზედსართ) ყალბი. ზოგადად სიყალბე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები