ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მარტი, 2019


წერილები

,,მძულს სამყარო, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას ურცხვად გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ქალებს არ უნდათ ბავშვები, მამაკაცებს კი – ოჯახი. სამყარო, სადაც მამების მანქანებზე მომჯდარ ლაწირაკებს საკუთარი თავი ყველაზე წარმატებული ჰგონიათ, ისინი კი, ვისაც თუნდაც სულ მცირე ძალაუფლება აქვთ, ყველანაირად ცდილობენ, გაგრძნობინონ თავი არარაობად. სამყარო, სადაც ადამიანები ალკოჰოლით სავსე ჭიქით აცხადებენ, რომ ღმერთის სწამთ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ არც რწმენაზე, არც საკუთარ რელიგიაზე. სამყარო, სადაც ზრდილობა სირცხვილად ითვლება, რიდი კი – ნაკლად. სამყარო, სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული და მხოლოდ ქორწინების საუკეთესო ვარიანტს ეძებენ. სამყარო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ღამის კლუბებში უგემოვნო მუსიკის ფონზე იგრიხებიან, ფლანგავენ მშობლების ფულს, ქალებისთვის კი, მხოლოდ საკუთარი ჯიბით ხდებიან საინტერესოები. სამყარო, სადაც შეუძლებელია გაარჩიო ერთმანეთისგან რა არის ქალის, რა მამაკაცის და ამას თავისუფალი არჩევანი ჰქვია. ის კი, ვისაც საკუთარი არჩევანი აქვს, აუცილებლად სხვა დესპოტებისგან იქნება გაკიცხული. მე უბრალოდ არ შემიძლია ამის მიღება! მე საკუთარი არჩევანი მაქვს!“

კიანუ რივზი

ჰოლივუდის მსახიობის - კიანუ რივზის არ იყოს, არც მე მიყვარს სამყარო, სადაც ქმრები ცოლებს - როგორც მეძავებს, ისე ეპყრობიან. სამყარო, სადაც ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ. სამყარო, სადაც ქალებს მხოლოდ სექსი უნდათ და დედობის ინსტინქტი საერთოდ არ ამოძრავებთ. ასეთი ადამიანების კატეგორია ბავშვობიდან არ მიყვარს. მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვცემ პატივს, რომლებსაც სწამთ სიყვარულის, სჯერათ უფლის, ლოცულობენ ღვთისმშობლის ხატზე, ღვრიან გულწრფელ ცრემლებს, არ ღალატობენ თავიანთ მოყვასს, უყვართ საკუთარი ოჯახი, შვილებს გულში იხუტებენ და მკლავზე იწვენენ.
აი ასეთი ადამიანები მიყვარან, აი ასეთი ადამიანობის მწამს, ასეთი სიყვარულის მჯერა.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები