ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
10 აგვისტო, 2019


სახალისო /ლიმერიკი/

სალაღობო

იაპონიის კუნძულებზე –
ხოკაიდო,
ხონსიუ,
სიკოკუ
და
კიუსიუ –
დარბის, თურმე, ცელქი სიო.
გამოფრინდნენ გეიშები,
(თქვენ სახლში არ შეიშვებით).
სახეზე აქვთ თეთრი საცხი,
აცემინებს ერთი: –აფცხი!
– რა საამო ნიავია, –
ამბობს ნორჩი სიუ–სიუ.
ნიავს სახეს უშვერს ნაზად
უხუცესი ხოკა–სიუ.
რა შუაშია სიუ–სიუ,
ანდა, თუნდაც, ხოკა–სიუ?
ალბათ, მინდა, რომ გისურვოთ
თქვენც ზაფხულში გრილი სიო.


მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2018 წლის 30 ივნისს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები