ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2019


დინება მისი ვულკანურ ღვარის

საუკუნეთა სიღრმეში გვიძევს
ჩვენ ტრფიალება სიტყვის ელვარის
და არ ნელდება, გრძელდება ისევ
დინება მისი ვულკანურ ღვარის.
გრძელდება ისევ ათას გრადუსით
და უფრო მეტით, მეტით და მეტით,
დაე იდინოს, გულნო გაუშვით,
გულნო, როგორი ძალით გახელდით.
სიტყვავ მზიანო, ზურმუხტის ფერო,
სიტყვავ უშრეტო, დაულეველო,
ვერც რამ შეგბორკოს, ვერ შეგაჩეროს,
ქვეყნად არაა შენი მძლეველი.
მრავალ ასწლეულს გადაწვდენილო,
მარადიულო ფიქრო და აზრო,
სისხლდადენილო, ცრემლდადენილო,
მაინც ხარ, მაინც, სიცოცხლეს არ თმობ.
საუკუნეთა სიღრმეში გვიძევს
ჩვენ ტრფიალება სიტყვის ელვარის
და არ ნელდება, გრძელდება ისევ
დინება მისი ვულკანურ ღვარის.

                                                2.01.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები