ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2019


გუდამაყრელის ცოლი ხარ, ქალავ!

გუდამაყრელის ცოლი ხარ, ქალავ!
მის მკლავზე წევხარ... არა გაქვს შიში.
გწვავს სიყვარულის უშრეტი ძალა,
ხარ გვირგვინოსან თამარის ჯიშის.

გუდამაყრელის ცოლი ხარ, ქალავ!
დალალებს მხოლოდ ქმრის თვალწინ იშლი.
როგორც მთას, ისე უხდებით ქალაქს,
მწამს: რაც გსურთ, - იმას ვერვინ დაგიშლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები