ქალაქი უსიცოცხლოდ სუნთქავდა,ავადმყოფურად,მძიმედ.საინტერესო ირგვლივ არაფერი ხდებოდა და რაც ხდებოდა, არც ვინმეს უკვირდა. ხალხი დადიოდა და დადიოდა,სამსარუხები და შოპინგები,შეხვედრები და საუბრები.მე კი,როგორც ამ საზოგადოების წევრი და სრულუფლებიანი მოქალაქე,ზემოხსენებულს დრო და დრო ვეჩეხებოდი, მიუხედავად იმისა, მსურდა ეს თუ არა-თქვა კი არა, თითქოს საკუთარ თავს დააყვედრა დილით ზურიკელამ, რომელიც აღნაგობით ნამდვილად ჰგავდა,ბ-ნ ნოდარის ზურიკელას, ლექსებსაც წერდა, მაგრამ განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ბებია ნაზიბროლას უკითხავდა მხოლოდ, ბებია კი, თავის მხრივ არ აყოვნებდა ტაშსა და საქებარ სიტყვებს. პოეზიაში კი არც ერთი ერკვეოდა და არც მეორე, უფრო სწორედ, ქალბატონი ბებია არ ერკვეოდა, ზურიკელა კი მხოლოდ გარკვევის იმედად იყო დარჩენილი და ასე, უხაროდა საწყალ ზურიკელას.
ერთ დღეს,როდესაც მარტო მიაბიჯებდა მტვრიან ტროტუარზე,თეატრის წინ აფიშებს მოჰკრა თვალი.იფიქრა მივალ,ვნახავ,იქნებ და ახალი,საინტერესო რამ აღმოვაჩინოო. შორიდან მზის სხივები თვალს სჭრიდა.ალბათ სწორედ ეს სხივების მსგავსი რამ აკლდა ქალაქს, მცირე გაელვება. ჩვენს ირგვლივ იმდენი ხალხია,თითოეული მათგანის საქმე და პრობლემა რომ შეკრიბო,კიდევ უფრო მეტი გმოდის და აბა ახლა ვისღა სცალია თეატრისთვის?ზოგსაც სცალია და არ აინტერესებს.
პირველი რასაც თვალი მოჰკრა, სპეკტაკლის სახელწოდება იყო, ტოლსტოის ნაწარმოები იდგმებოდა, “ ანა კარენინა”.როგორ გინდა ამ დიდებულ რომანს გვერდი აურაო, ისე რომ არ დაინტერესდე თარიღით და იმ წვრილმანებით, რაც ამ პროცესს თან ახლავს. ზურიკელას შეეძლო, ამდენ მეგობარში ერთისთვის მოეკიდა ხელი და კაპელდინრებს ხელიდან გაქცეოდნენ, მსხდარიყვნენ გვერი-გვერდ პარტერში და ერჩიათ, თუ როგორ მოეჩვენა ვრონსკის გაცნობის შემდეგ კარენინას, ბ-ნ კარენინის ყურები ამდენად დიდი და უშნო. მანამ,სანამ ზურიკელა გონებაში ატრიალებდა მეგობრის სახელებს, თავისით ამოუტივტივდა ერთი ძველი ნაცნობი, რომელიც იმდენად შეუცნობელი და მიუღწეველი იყო მისთვის, შურდა და აოცებდა კიდეც ეს ადამიანი, რომელიც იმდენად საინტერესო და ამოუცნობი იყო, დიდი გასაკვირი არ არის, ამხელა პოეტი თუ გააკვირვა ზურიკელას სახით. ერთმანთი წლების წინ გაიცნეს და დღემდე ახსოვს მისი ნათქვამი, კოხტად ჩაცმულ ხალხს ოპერაში რომ დარევია და უყვირია, “ მე არც ქარებს მოვყოლილვარ, არც მეჩხერ წვიმებს ჩამოვურეცხივარ მაღლა მთებიდან, ლამისაა თეთრი პერანგის უხეშმა საყელომ ყელი გამომჭრას და შავ-თეთრ გრაფიკაზე გადავიდე, მაგრამ ჯერ ღმერთმა ცას მისამართი უნდა მისცეს, მიწას ჩაყოლილი იასამინიც ჯერ კიდევ ყვავილია” ,ახსოვდა მაგრამ როგორც მაშინ, ვერც ახლა გაეგო მისი აზრი. უყვარდა მისი ბოჰემური ცხოვრება. რადგანაც ეს გაიხსენა, იფიქრა, პირდაპირ სახლში მივაკითხავ, დავპატიჟებ სპეკტაკლზე და უარს ვერ მეტყვის, გაუხარდებაო, მაგრამ ისიც კი იფიქრა, უარი რომ მივიღო პასუხად? მობეზრებულიც კი ექნება თეატრი.
ამ ფიქრებში მყოფი ზურიკელა, კარგი მანძილით იყო დაშორებული თეატრს და ამჯერად ხმის ჩამწერ სტუდიასთან იდგა, სადაც პირველად გამოიმუშავა ორიოდე გროში, სულ იმას ამბობდა, რა ხმა აქვთ ამ ოხრებს ისეთი, რომ იწერენო.
როგორც კი კარი შეაღო, იქაური სუნი სახეზე ეცა და თვალწინ გადაეშალა კარგად გასახსენებელი პერიოდი. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც წლების წინ, ორი მიკროფონიღა შეემატებინათ მხოლოდ. შეჩერდა, თვალები გაუფართოვდა, მაგიდასთან მჯდარს დააკვირდა, რომელიც სიგარეტის ბოლში იყო გახვეული, ჯიბეში იქექებოდა, თეთრი, ქათქათა პერანგი ეცვა და ამ პერანგის გულის ჯიბეში იქექებოდა. ჩვენმა მეგობარმა, როგორც კი ზურიკელა დაინახა იცნო და წამოდგა, ზურიკელა გადაეხვია. -როგორ ხარ,მეგობარო? ყოველთვის იქ გამოჩნდები, სადაც ნაკლებად მგონიხარ. -თვითონ ხომ კარგად ხარ? კი, ხანდახან რაღაცეები ემთხვევა, ხანაც აუცილებლობაა და მოკლედ, სულ ესაა. დავიღალე და ჩამოვჯექი აქვე. ბრწყინვალედ უკრავენ და კარგი გარემოა, აბა დალაგებულს აქ რა უნდა? ახლა სამსახურზე უნდა მკითხო? ცოლზე? ღამით როგორ მძინავს? მევალეების ისტორია? მაჰათმა განდი? გარინჩა? არა მეგობარო, ლამისაა გამისკდეს ეს ოხერი თავი, არასდროს მტკენია და ახლა მომემატა რამე, დავიჯერო? - არა ნიკო, არა, ღმერთო ჩემო, შენ როგორ შეცვლილხარ, აღგზნებული და თვალებ ჩაცვენილი ხარ. ასეთი არ მახსოვხარ. - დავდივარ, კაცო ვიღაც მეუბნება, ტამზე გაიხადეთ ბატონოო, არაფერი მაქვს გასახდელი და რა გავაკეთო? თავაზიანი ღიმილით კანს ხომ არ გავიხდი. მოკლედ, შენ რას გერჩი ზურიკელა. - სპეკტაკლზე რას იტყვი, “კარებინაზე”, მართალია ბილეთიც არ მაქვს და არც ბილეთის ფული, მაგრამ იქაური უნიათ კაპელდინრების ამბავი რომ ვიცი,-თქვა ზურიკელამ სიცილით და მხარზე ხელი დაადო ნიკოს. - ორ დღეში გამომიარე, სახლში, მისამართი უცვლელია,-უპასუხა ნიკომ და ხელის აწევით და ტანის ლერწამივით რხევა-რხევით იქაურობას გაეცალა. - ზურიკელა მაგიდას მიუახლოვდა, ერთი გატკეპნილი გვირილა და ფურცელზე ვრცელი სია შენიშნა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ნათია-მაშინ როცა დავწერ.) პაციენტებს ნუ ეხუმრები) ისე, ეს სულ არ მახსოვდა. ნათია-მაშინ როცა დავწერ.) პაციენტებს ნუ ეხუმრები) ისე, ეს სულ არ მახსოვდა.
16. როის უნდა გაგრძელდეს აი ამბავი ? :))) როის უნდა გაგრძელდეს აი ამბავი ? :)))
15. -უპასუხა ნიკომ და ხელის აწევით და ტანის ლერწამივით რხევა-რხევით იქაურობას გაეცალა აქ რაღაც საეჭვო ამბავია? -უპასუხა ნიკომ და ხელის აწევით და ტანის ლერწამივით რხევა-რხევით იქაურობას გაეცალა აქ რაღაც საეჭვო ამბავია?
14. უი ხო... პირველად რომ წავიკითხე როგორც ჩანს შეცდომით შევურჩიე მყაყე დიდაქტიკური ტონი. ახლა ასე აღარ მომეჩვენა. ბოდიში.
უი ხო... პირველად რომ წავიკითხე როგორც ჩანს შეცდომით შევურჩიე მყაყე დიდაქტიკური ტონი. ახლა ასე აღარ მომეჩვენა. ბოდიში.
13. სერენა- ნამდვილად იმ კუთხით იყო ნათქვამი, ყოველგვარი გულზე ხელის დადების და თავის ქნევით გარეშე)
სერენა- ნამდვილად იმ კუთხით იყო ნათქვამი, ყოველგვარი გულზე ხელის დადების და თავის ქნევით გარეშე)
12. "ზეცას მისამართი სჭირდებაო", კარგი ეპიზოდი იყო, ვისიამოვნე. ძალიან მშვიდი სიუჟეტი აქვს მოთხრობას, ჩამთრევი, აუღელვებლად ჩავიკითხე ბოლომდე. ალაგ-ალაგ და დასასრულისკენ, გამაღიზიანა მეტისმეტად "ჭავჭავაძურმა" ინტონაციამ, განსაკუთრებით ეს საძულველი ფრაზა, თუ სიტყვა "არ გვინდა ბატონო! რა გნებავთ ბატონო? არ ვიცით ბატონო და ა.შ." იმედია მოვესწრები იმ დღეს როდესაც ქართული ლიტერატურა გათავისუფლდება ამ "არგვინდა ბატონოს" წყევლისგან.
5+
"ზეცას მისამართი სჭირდებაო", კარგი ეპიზოდი იყო, ვისიამოვნე. ძალიან მშვიდი სიუჟეტი აქვს მოთხრობას, ჩამთრევი, აუღელვებლად ჩავიკითხე ბოლომდე. ალაგ-ალაგ და დასასრულისკენ, გამაღიზიანა მეტისმეტად "ჭავჭავაძურმა" ინტონაციამ, განსაკუთრებით ეს საძულველი ფრაზა, თუ სიტყვა "არ გვინდა ბატონო! რა გნებავთ ბატონო? არ ვიცით ბატონო და ა.შ." იმედია მოვესწრები იმ დღეს როდესაც ქართული ლიტერატურა გათავისუფლდება ამ "არგვინდა ბატონოს" წყევლისგან.
5+
11. ჯასთ აღვნიშნე :)) ინტერესით ველოდებუ შემდეგ თავს ჯასთ აღვნიშნე :)) ინტერესით ველოდებუ შემდეგ თავს
10. ყველას გეთანხებით აღნიშნულში. თეატრმა ცარიელი ეზეობი იცის-ნახე) პაციენტს თავი ვინ მისცა, თავები.. ტასო- თუ ასე კონკრეტდები მეგობრებიც ფრჩხილებში უნდა ჩაგესვა, აბა, თუ მეგობრები არიან,თან შინაურები, მოკლედ, ცუდია ,თუ ,პირველივე ამას შეეჯახეთ... ყველას გეთანხებით აღნიშნულში. თეატრმა ცარიელი ეზეობი იცის-ნახე) პაციენტს თავი ვინ მისცა, თავები.. ტასო- თუ ასე კონკრეტდები მეგობრებიც ფრჩხილებში უნდა ჩაგესვა, აბა, თუ მეგობრები არიან,თან შინაურები, მოკლედ, ცუდია ,თუ ,პირველივე ამას შეეჯახეთ...
9. ისე ჩავიკითხე აზრი არსად გამწყვეტია. მგონია მეგობრები ცოტა უფრო ,,შინაურულად” საუბრობენ, მაგრამ თქვენი პერსონაჟების თქვენ უკეთ იცით ისე ჩავიკითხე აზრი არსად გამწყვეტია. მგონია მეგობრები ცოტა უფრო ,,შინაურულად” საუბრობენ, მაგრამ თქვენი პერსონაჟების თქვენ უკეთ იცით
8. ვნახოთ შემდეგი თავები)) ვნახოთ შემდეგი თავები))
7. იცის თეატრმა თურმე მუზების მოძალება))))
იცის თეატრმა თურმე მუზების მოძალება))))
6. "დავდივარ, კაცო ვიღაც მეუბნება, ტანზე გაიხადეთ ბატონოო, არაფერი მაქვს გასახდელი და რა გავაკეთო?! თავაზიანი ღიმილით კანს ხომ არ გავიხდი" იქნებ ამის პასუხი სულაც არაა, მაგრამ მაინც მე თუ მკითხავთ, თითქმის ყოველდღე იმაზე მეტის "გახდა" /გადახდა გვიწევს, ვიდრე გვაქვს, ვიდრე ღირს, ვიდრე საჭიროა, ვიდრე შეგვიძლია, ვიდრე გვინდა..თავაზიანად ვიძრობთ კანს და თან ვაყოლებთ ჩვენს ნაწილებს. მაგრამ უამრავ ადამიანს შორის ძალიან ცოტას თუ შეუძლია, ამ "გაღებით" არ დაიბოღმოს, არ დაიცალოს და არ დასრულდეს. უანგაროდ და უყვედრებლად რთულზე რთულია. ამიტომ ეკარგება ხიბლი ყველაფერს. ამიტომ ვართ დაბნეულები და ა.შ ისე როგორც მე გადავწყვიტე გამეგო, ძალიან ვისიამოვნე, რამდენიმე მონაკვეთით განსაკუთრებით.) ( 5 ქ )
"დავდივარ, კაცო ვიღაც მეუბნება, ტანზე გაიხადეთ ბატონოო, არაფერი მაქვს გასახდელი და რა გავაკეთო?! თავაზიანი ღიმილით კანს ხომ არ გავიხდი" იქნებ ამის პასუხი სულაც არაა, მაგრამ მაინც მე თუ მკითხავთ, თითქმის ყოველდღე იმაზე მეტის "გახდა" /გადახდა გვიწევს, ვიდრე გვაქვს, ვიდრე ღირს, ვიდრე საჭიროა, ვიდრე შეგვიძლია, ვიდრე გვინდა..თავაზიანად ვიძრობთ კანს და თან ვაყოლებთ ჩვენს ნაწილებს. მაგრამ უამრავ ადამიანს შორის ძალიან ცოტას თუ შეუძლია, ამ "გაღებით" არ დაიბოღმოს, არ დაიცალოს და არ დასრულდეს. უანგაროდ და უყვედრებლად რთულზე რთულია. ამიტომ ეკარგება ხიბლი ყველაფერს. ამიტომ ვართ დაბნეულები და ა.შ ისე როგორც მე გადავწყვიტე გამეგო, ძალიან ვისიამოვნე, რამდენიმე მონაკვეთით განსაკუთრებით.) ( 5 ქ )
5. არც იქით და არც აქეთ, 3 დაგიწერე არც იქით და არც აქეთ, 3 დაგიწერე
4. უკვე ისიც წარმოვიდგინე , კედლებზე კვერცხის "ლატოკები " რომ იყო გაკრული მეტი აკუსტიკისთვის. გვირილამ მომხიბლა ჯერ მარტო :)) უკვე ისიც წარმოვიდგინე , კედლებზე კვერცხის "ლატოკები " რომ იყო გაკრული მეტი აკუსტიკისთვის. გვირილამ მომხიბლა ჯერ მარტო :))
3. უფრო სწორედ,- თქვენც. უფრო სწორედ,- თქვენც.
2. თქვენს “ საჩვენოდან” რაღა ამას მოადექით ) თქვენს “ საჩვენოდან” რაღა ამას მოადექით )
1. ვნახავ გაგრძელებას, ჯერ, დიდად არ დამაინტერესა ვნახავ გაგრძელებას, ჯერ, დიდად არ დამაინტერესა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|