ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2019


რვა მარტი იდგა

გაჩერებაზე უამრავი ხალხი იყო, ტაატით მოედინებოდა სამანქანო მდინარეთა ნაკადი. ავტობუსი არ ჩანდა. ჩაცმულობით არც თუ გამორჩეული, სიბერეს მიტანებული კაცი, იების კონით ხელში გაჩერებაზე მდგომ ხალხს რაღაცას ეკითხებოდა.  ისინი  ყველა,  როგორც ერთი, თავს აქნევდნენ და ირონიული შემოხედვით აცილებდნენ. მათხოვარს არ გავდა, არც ლოთს. დავინტერესდი -  ნეტა რა უნდა?  მივუახლოვდი. კაცმაც გამომხედა და ჩემთან მოვიდა ახლა:
- მეგობარო, ჩიტების ჭიკჭიკი გესმის?
- კი, მესმის! - ვთქვი უცებ, თუმცა,  ნამდვილად არ მესმოდა არანაირი ჩიტების ხმა. მარტი ახლაღა იკრებდა ძალას, ტოტებმოშიშვლებულ ხეეებზე არც ჩიტი ჩანდა სადმე.
- აგაშენა ღმერთმა, მე კი ლამის ვიფიქრე, ვგიჟდები-მეთქი! - თქვა კაცმა.
ალბათ შეყვარებულია, გავიფიქრე. თუმცა ახლა უკვე მეც მომესმა ხმა, მართლა გალობდა ჩიტი. მივხვდი, ტელეფონის ხმა იყო და ეს ხმა მისი ჯიბიდან მოდიოდა.
- იცით, მგონი თქვენი ტელეფონი რეკავს! - ვუთხარი მორიდებით.
- ა, ხო, მართლაც მგონი ტელეფონია, სულ შვილიშვილის ოინებია, ეტყობა ახალი ზარი დამიყენა.
ტელეფონი ამოიღო, თან საუბარს აგრძელებს.
- ეს ონავარი მირეკავს! ხო ბაბუ!
- -----
- რაო ბებომ, თუ გაახსენდება დღეს რომ რვა მარტია და ყვავილებს თუ მომიტანსო? მომაქვს ბაბუ, ოღონდ შენ არ უთხრა, ხო?
თვალებში ეტყობოდა, შეყვარებული იყო. რვა მარტი იდგა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები