ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2019


კონკურსი ,,მარტის ბლიცი” ანუ “ მეფე და მხატვარი” ახლებურად

კონკურსი ‘მარტის ბლიცი” ანუ  ,,მეფე და მხატვარი” ახლებურად
- -

გუშინ ,ნიკის” პირადი წერილი მივწერე,  საიტზე კარგ ლექსებს ვეძებ, ინგლისურად რომ ვთარგმნო, პოეზიაში  ბლიც-კონკურსის გამოცხადება მინდა და რას იტყვით-მეთქი.
კი, ბატონო, მაგრამ პირად გვერდზე არ გამოვა, იქ მარტო საკუთარი ნაწარმოების დადების უფლება გაქვთ და ფორუმზე გავხსნათ თემაო.
ასეც მოვიქეცით.
ფორუმს კი ვერა და ვერ შევეჩვიე.
გული აქეთ მომიწევს, თუნდაც იმიტომ, რომ გაცნობოთ:
იქ შემოდით, კონკურსების  განყოფილებაში ადვილად იპოვით  პირობებს. გავერთოთ და ვიმუშაოთ...

სულხან-საბას  ის იგავი ხომ გახსოვთ, მხატვარს  ცალთვალა მეფემ პორტრეტი რომ  შეუკვეთა და  გამოსავალი მოძებნა: მეფე ნადირობის მომენტში დახატა, რომ ცალი თვალი მოჭუტული ჰქონოდა?
გამახსენდა და  მეც მოვიფიქრე ასეთი გამოსავალი...

ხომაა ეს ლექსი, ანუ საკუთარი შემოქმედება?!
ჰოდა,  ვდებ.

***
მე ახალი რაღაც ვიცი
და არ უნდა ფიცი-მტკიცი,
თუ ფორუმზე შეიხედავ,
კონკურსია  თურმე “ბლიცი”.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები