ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2019


თავქვე

ყველაზე მეტად რას მივტირი ქართულ ენაში?
იმას, რაც მასმედიისა და უწიგნური პოლიტიკოსების ვერმოქართულეობამ დაჰმართა.
მოქნილობა დაუკარგა, სიტყვათწარმოების ძალა დაუჩლუნგა...
ადრე დიალექტები იყო სალიტერატურო ენის მასაზრდოებელი თავანკარა წყარო, ახლა წყურვილს “კოკა კოლათი” იკლავს.
ხანდახან ასე მომენატრება ხოლმე ჩვენი ქართული, რომელიც ახლა, ალბათ თანამედროვე მკითხველის ნესტოებს ნაფტალინის სიმძაფრით შეუღუტუნებს და  ა-ააა- ბცხი!!!
სიცოცხლე და ჯანმრთელობა!

ნინო დარბაისელი

მხედრული
- - -

გაზაფხულის წვიმებია ხშირი,
დაიტბორა ტყისპირი და ჭალა,
განასროლი ქვისას ვისმენ შხივილს,
მახლავს ძაღლი ზანტი, მაჩანჩალა.

რა ცუდია, რომ ვერავინ მხედავს,
უნაგირზე როგორ ავხტი მარდად!
ტერფის წვერი უზანგში მაქვს მხედარს.
აღვირს ვზიდავ... ცხენი გამივარდა!

დამანარცხა უფლის ნარისხივით,
მოქადილე  დავრჩი შენარცხვენი...
ნაგუბრიდან ამომცინის სხივი,
სიმწვანეში ჩაბალახდა  ცხენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები