ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2019


ოთარ, გაზაფხულია

ოთარ, გაზაფხულია,
გრძნობას ვეღარ დამალავ.
გული დაზაფრულია
სიყვარულით... ალალად.

მდიდარი ხარ მოყვრებით,
შენით ხარობს ღიღილო.
მინდა, ვიდრე მოკვდები,
ბედნიერი გიხილო.


2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები